კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო მოსამსახურემ ჟურნალისტს უცენზურო სიტყვებით მიმართა

13 სექტემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა კობა ადეიშვილმა უცენზურო კომენტარები დატოვა „გაზეთ ბათუმელების“ სტატიაზე „ვინ იზეიმა ბათუმობა 240 ათას ლარად“. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.

„ბათუმელებს“ ჟურნალისტები გგონიათ თავი?“, „რა კავშირი აქვს ამ ღონისძიებასთან აჭარის უმაღლეს საბჭოს? მაგრამ რატომღაც „ბათუმელები“ ცდილობს კავშირების გავლებას კი არა, მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინოს უმაღლესი საბჭო. შემიძლია ამ სტატიიდან გამომდინარე დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს გამომცემლობა არის სრულიად ტენდენციური. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. მკიდია თუ თმენის ვალდებულება მაქვს. ეს თქვენ იდარდეთ. მიჩივლეთ, მო...ნთ პატრონი“ - ეს სიტყვები აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს ეკუთვნის. კობა ადეიშვილმა ფეისბუქის ღია ჯგუფში გაზეთ ,,ბათუმელების” ჟურნალისტს, ნანა კვაჭაძეს შეურაცხყოფა ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით მომზადებული მასალის გამო მიაყენა.

ნანა კვაჭაძე, „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტი: „ეს არ არის პრობლემა, რომელიც ეხება ვინმე კობა ადეიშვილის ზრდილობის, უფრო ზუსტად, უზრდელობის საკითხს. პრობლემაა ის, რომ საჯარო მოხელე თავს აძლევს უფლებას, მედიაგამოცემა ლანძღოს, აგინოს დაუსაბუთებლად და ამავე დროს ჰქონდეს დაუსჯელობის განცდა. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაბალი რანგის საჯარო მოხელეს კი არა, იმ უწყებას ეკისრება, სადაც მუშაობს ეს ადამიანი. თუ აჭარის უმაღლესი საბჭო ამ ფაქტზე თვალს დახუჭავს და უმნიშვნელოდ ჩათვლის მათი თანამშრომლის ქცევას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ასეთი საქციელი არის მოწონებული და წახალისებული ამ უწყებაში. სხვაგვარად ეს ვერ აიხსნება“.

ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, გუშინ 14 საათზე, პრესკაფეში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც იყვნენ მიწვეულნი. თუმცა, იმ მიზეზით, რომ მათ სხდომა ჰქონდათ დანიშნული, პრესკაფეში არ მივიდნენ. უმაღლესი საბჭოდან, შეხვედრას, მხოლოდ დეპუტატები - სვეტლანა კუდბა და ეკა თარგამაძე დაესწრნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ და აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარინე კუპრეიშვილის განცხადებით, მისმა თანამშრომელმა კობა ადეიშვილმა, როგორც პიროვნებამ მოსაზრებები ისე დააფიქსირა და არა როგორც საჯარო მოხელემ: „ჩვენ, როგორც უმაღლესი საბჭო, მე, როგორც მისი უშუალო ხელმძღვანელი, როგორც პრესსამსახური, ვემიჯნებით ასეთ დამოკიდებულებას და ვთვლით, რომ ეს არის არაეთიკური. თუმცა, კობა ადეიშვილი საჯარო მოხელის გარდა არის პიროვნება, რომელსაც აქვს გარკვეული მოსაზრებები.  ჩემი აზრით, თავისი გაუმართლებელი პოზიციის დროს, ის არ ხელმძღვანელობდა როგორც უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი და არ იყენებდა თავის მდგომარეობას“.

ახალი ამბები