კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგებლის მოადგილემ რესპუბლიკური პარტია დატოვა

17 სექტემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

გურჯაანის გამგებლის მოადგილემ, ზურაბ დანელიშვილმა ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ რესპუბლიკური პარტია დატოვა. ამის მიზეზად მან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ავთანდილ ზარდიაშვილის რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანება დაასახელა.

"საკრებულოს ზოგიერთი წევრი რომელიც აქტიურ აგიტაციაში მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ხშირად კანონის დარღვევის ფორმითაც კი, მოულოდნელად აღმოჩნდა ქართული ოცნების თავგადაკლული მხარდამჭერი. ჩემთვის მიუღებელია  მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ადამიანმა ასეთ მოკლე დროში შეიცვალოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები. ეს არის უბრალოდ მედროვეობა" -  განაცხადა დანელიშვილმა.

ამ დროისათვის გამგებლის მოადგილე არც ერთი პარტიის რიგებში არ ირიცხება. მისივე განცხადებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გამო პოლიტიკური პარტიების რაიონულ ორგანიზაციებში ქაოსია. საპრეზიდენტო კანდიდატების გამო მათი შეხედულებები იცვლება და ისინი პარტიიდან პარტიაში გადადიან. სწორედ ამიტომ არ წევრიანდება იგი "ქართული ოცნება  - დემოკრატიულ მოძრაობაში" და ჯერჯერობით  უპარტიოდ ყოფნას ამჯობინებს.

ახალი ამბები