კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოცამდე მოქალაქე კუთვნილი ხელფასის მოლოდინში

23 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სამშენებლო კოპანია ,,ჯენაკოს“ ოცამდე თანამშრომელი კუთვნილი ხელფასიის ანაზღაურებას უკვე ოთხი  წელია რაც უშედეგოდ ელოდება, მათ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართეს. საქალაქო სასამართლომ თანამშრომლების კოლექტიური განცხადება სრულად დააკმაყოფილა და სამშენებლო კომპანიას სახელფასო დავალიანების გასტუმრება დააკისრა, თუმცა სასამართლო გადწყვეტილების შემდეგ კოპანიამ თანამშრომლები,  მხოლოდ ორას–ორასი ლარით დაკმაყოფილა, მაშინ როდესაც თითოეული თანამშრომლის  სახელფასო დავალინება  1200–დან 1500 ლარამდე მერყეობს.

მალხაზ ლომსაძე: ,,დაცვის ოცამდე თანამშრომელი 2009 წელს გაგვათავისუფლეს სამსახურიდან და დღემდე, სახელფასო დავალიანებაც კი არ აგვინაზღაურეს. სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა. მივმართეთ აღსრულების ბიუროსაც, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ კომპანიას 20 მილიონი ლარი ბიუჯეტის დავალინება აქვს და ჯერ ის უნდა დაიფაროს და შემდეგ თქვენი ხელფასებიო. კომპანია ბიუჯეტს წელიწადში მხოლოდ მილიონ ლარს უხდის გამოდის რომ 20 წელი უნდა ველოდოთ ჩვენი ხელფასის აღებას, ეს არის სამართალი?“

თეიმურაზ ჯინჭარაძე: ,,სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიას დააკისრა ჩვენი კუთვნილი ხელფასის გადახდა, მაგრამ ხელფასებს ამ დრომდე უშედეგოდ ველოდებით. გვეუბნებიან, კომპანიას ქონება აქვს დაყადაღებული, პრობლემები აქვს საგადასხადოსთანო და ამიტომ ვერ გისტუმრებთ დავალიანებასო. ბოლო თვეებია კომპანიის წარმომადგენლები ჩვენს ზარებსაც აღარ პასუხობენ. შარშან, არჩევნების წინ მოგვცეს 200–200 ლარი და მისაღები გვაქვს ზოგს 1200, ზოგს 1300 ლარი.“

კომპანიის იურიტის ალექსანდრე შალუტაშვილის განცხადებით,  ,,ჯენაკოს“ უძრავი ქონება და ანგარიშები დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია: ,,ჩატარდა უძრავი ქონების აღრიცხვა და ის აუქციონზეა გატანილი გასაყიდად. კომპანიას ბიუჯეტის სოლიდური დავალიანება აქვს და მის დაფარვას ვერ ახერხებს. რაც შეეხება თანამშრომლების სახელფასო დავალინებას,  ის მას შემდეგ იქნება ანაზღაურებული, როცა კომპანია ბიუჯეტის დავალიანებას დაფარავს.“ -  განცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას ალექსანდრე შალუტაშვილმა. 

ახალი ამბები