კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან

30 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

სექტემბრის ბოლოს სტიქიამ გურიას ისევ შემოუტია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის, კონსტანტინე შარაშენიძის თქმით,ოზურგეთში დაზიანებულია შრომა-ურეკის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მდინარის ჯებირები, ხიდები. დატბორილია ქუჩები.
 
“გომის მთაზე მოთოვა კიდეც. ნაადრევად მოსული თოვლის გამო მწყემსებს პრობლემები შეექმნათ და სპეციალური ჯგუფი მათ დასახმარებლად დილით გაემგზავრა”,– აღნიშნა შარაშენიძემ.

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანას მეწყერის პრობლემები შეუქმნა.

აცანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა უჩა ჩხაიძემ humanrights.ge–სთან საუბარში განაცხადა, რომ მთელ სოფელში შესამჩნევადაა მომატებული მეწყრული დაზიანებები. მეწყერმა დააზიანა შუხუთი-მამათის გზის შუხუთის მონაკვეთი.
 
სუფსის რწმუნებულის ბესო კუპრაძის ინფორმაციით, სუფსის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ახალსოფელში დაზიანდა სამანქანო ხიდი.
 
ადიდებულმა მდინარემ ჩოხატაურში ელექტროგადამცემი ბოძები მოგლიჯა. მდინარის ნაპირზე შეშის შეგროვების დროს ადიდებულმა მდინარემ მოქალაქე გაიტაცა. ის  სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
  
სოფელ ნაგომარში, სოფელ აკეთთან დამაკავშირებელი გზა წყალმა სრულიად დაფარა _ მდინარე სუფსამ კალაპოტი შეიცვალა და გზაზე გადმოვიდა.

ლანჩხუთის სოფლებში - ნიგვზიანი, ღრმაღელესა და სუფსაში ხიდები და შიდა გზებია დაზიანებული. დატბორილია ყანები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესამსახურის ინფორმაციით, 25 სექტემბრის სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა აცანაში, შუხუთი-აცანის ცენტრალურ მაგისტრალზე. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თენგიზ ხელაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა მაგისტრალზე არსებული მდგომარეობა. ამჟამად, სტიქიის მიერ მიყენებულ მატერიალურ ზარალს ითვლიან.

ახალი ამბები