ნინო გვარიძიშვილი, კახეთი
საგარეჯოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება უკვე იგრძნობა: გაიხსნა საარჩევნო უბნები, გამოიკრა საარჩევნო სიები, დაკომპლექტდა საარჩევნო კომისია.
საგარეჯოს N11 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის 49 საარჩევნო უბანი, რომლებმაც ფუნქციონირება დაიწყეს 22 სექტემბერს. ეს დღე შეირჩა, შემდეგი მოთხოვნიდან გამომდინარე: კომისიის წევრების თავჯდომარის, მოადგილისა და მდივანის არჩევა უნდა მოხდეს არჩევნებამდე არაუგვიანის 34 დღით ადრე. თითოეულ უბანზე არის კომისიის 13 წევრი, 6 წევრი კონკურსის წესით ირჩევა, 7 წევრი კი, სხვადასხვა პარტიის წარმოამადგენლები არიან. ამ 13 წევრიდან, ხმების უმრავლესობით აირჩიეს კომისიის თავჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი.