კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარგველაშვილის გორის საარჩევნო შტაბში კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიას საბოლოოდ აზუსტებენ

2 ოქტომბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში  კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიის,  საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ. სია საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ.   სახელისუფლებო კოალიციის ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, რამდენიმე დღის წინ იოსებ ფალელაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციამ ოფისიც შეიცვალა და ძველი გორის რეაბილიტირებულ უბანში გადავიდა.

არჩევნების მოხლოებასთან ერთად,  ,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში ძირითადად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აუცილებელი საარჩევნო პროცედურების დაცვით არიან დაკავებული.  გიორგი მარგველაშვილის სარჩევნო შტაბში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე გიორგი რაზმაძე მუშაობს, რომლის განცხადებით ამ ეტეპაზე საბოლოოდ ზუსტდება სიები და საარჩევნო უბნების მიხედვით ნაწილდება პარტიული აქტივი, მათი ნაწილი საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებად, ნაწილიც დამკვირვებლად გადანაწილდება: 

,,კოალიციას არჩევნებში, კომისიის წევრების გარდა თითოეულ უბანზე ეყოლება ოთხი წარმომადგენელი, ორი კოალიციის სახელით და ამდენივე საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენლის სახელთა, ახლა საბოლოდ ზუტდება სიები, რადგან რამდენიმე დამკვირვებლის კომისიის წევრად  ჩასმა მოგვიხდა, ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც წარმომადგენლობაზე თავიდან გვთანხმდებოდნენ და ბოლოს უარი გვითხრეს.  ჩვენი კოალიციიდან კომისიის წევრებად ვინც ჩავსვით,  საოლქომ ყველას ჩაუტარა უკვე ტრენინგი, რაც შეეხება სარჩევნო უბანზე წარმომადგენლებს,  ხუთი ოტომბრიდან დავიწყებთ მათ დატრენინგებას.  წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარებს. ვთანამშრომლობთ საოლქო საარჩევნო  კომისისთან, არჩევნების დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაშიც ოთხი წარმომადგენელი იქნება ჩვენი შტაბიდან“ - აცხადებს გიორგი რაზმაძე.
  
,,ქართული ოცნების“  შტაბში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი  შემაჯამებელი წინასარჩევნო  კამპნიის ფარგლებში, ერთ–ერთ შეხვედრას გორშიც გამართავს. შეგახსენებთ რომ მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კაპნია სწორედ შიდა ქართლის რეგიონიდან დაიწყო.

ახალი ამბები