კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ხელვაჩაურში შუქისა და ნაგვის ურნების მოთხოვნით

3 ოქტომბერი, 2013
 
თინათინ ლომაძე, აჭარა

ხელვაჩაურში ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზა ნახევარი საათით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა დაშალეს. იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.

მოსახლეობის მოთხოვნა შუქის მიწოდება და სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგება იყო. „არა გვაქვს შუქი. მეორე ზამთარი მოდის რაც სიცივესა და ანტისანიტარიაში ვიმყოფებით. შუქს არ გვირთავენ, თვითნებურად შესახლებულები ხართო. 11 წლის ბავშვი მყავს, როგორ გავყინო“ - თქვა ხელვაჩაურში მცხოვრებმა ზეინაბ გურგენიძემ. 
მანანა ბერიძე, აქციის მონაწილე: „ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის ურნები? ვართ მარტოხელები, ინვალიდები. ანტისანიტარულ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. მოვითხოვთ სანაგვე ურნები დადგას ქალაქის მერიამ“. 

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ მსგავსი აქცია, იმავე მოთხოვნებით 26 სექტემბერს ბათუმის მერიასთანაც გამართა. 

აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. ის ხელისუფლების საქციელს დაცინვად აფასებს: „ჩვენ ვიცით რომ გზის გადაკეტვა უკანონობაა, მაგრამ ხალხი იძულებილია ასე მოიქცეს, რადგან ქალაქის მერმა მათ დასცინა. ეს ხალხი 21-ე საუკუნეში ელემენტარულ რამეს ითხოვენ _ შუქს და ნაგვის ურნებს“. 

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე აცხადებს რომ სიტუაციას გაეცნობა: „დავათვალიერებ ტერიტორიას, და არ გამოვრიცხავ რომ დავდგათ კონტეინერები“. 

ხელვაჩაურის ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მოსახლეობა თვითნებურად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასახლდა. მათი განცხადებით, მათ საცხოვრებელი არ გააჩნიათ. 

ახალი ამბები