კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ამომრჩეველებისთვის მონაცემთა ბარათების დარიგება იწყება

4 ოქტომბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

32-ე  გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 106 საარჩევნო უბანია დარეგიტრირებული, მათი დიდი ნაწილი საჯარო სკოლის შენობებშია განთავსებული. საარჩევნო უბნებზე პირველი ეტეპის ინვენტარის გადაცემა უკვე დაწყებულია. საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრიდან, შვიდი პოლიტიკური პარტიების მიერ არის წარდგენილი, ექვსი კი საოლქო სარჩევნო კომისიამ კონკურსიის წესით შეარჩია, როგორც #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი humanrights.ge–სთან საუბარში განმარტავს კონკურიის გამოცხადების შემდეგად 636 ადგილზე 1355 განაცხადი იყო შემოსული:
 
,,მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება, 13 კომისიის წევრებიდან ექვსი საოლქომ კონკურიის წესით შეარჩია და კარგი მაჩვენებლი გვაქვს, ამას ადასტურებს ცესკო–ს მიერ ჩატრებული ტრენინგი, სადაც თბილისის შემდეგ გორი გავიდა მეორე ადგილზე კომისიის წევრების დასწრების კუთხითა და აქტიურობით, რაც შეეხება დარჩენილ შვიდი წევრს, აქედან ექვსი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების მიერ არიან წარმმოდგენილი და ერთი ნაციონალური მოძრობიდან“ - აცხადებს  #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი. 

სარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანმდებობებზე ბალანსი მეტ ნაკლებად დაცულია, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ორგანული კანონის 25–ე პრიმა მუხლი არეგულირებს, კანონის მიხედვით ერთ უბანზე კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი.

#32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 106 საარჩევნო უბნის შედეგები ასე გამოიყურება. ,,ქართული ოცნება“–ს მიერ წარდგენილი კომისიის წევრებიდან  27 თავმჯდომარდ, 17 მოადგილედ და 15 მდივანად იქნა არჩეული. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ კომისიის წევრებიდან მხოლოდ ერთი აირჩიეს მოადგილედ და ხუთი მდივნად. დარჩენილ უბნებზე არაპარტიული კვოტით წარდგენილი კომისიის წევრები იქნენ არჩეული.

#32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან აღნიშნული კანონის ნორმა დარღვეული, სვენეთის #97–ე  უბანზე, სადაც კოალიციის ორი წევრი აირჩიეს, ერთი თავმჯდომარედ და მეორე მოადგილედ რაც დღეის მდგომარეობით უკვე გამოსწორებულია.

#32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეიდან ამომრჩეველთა მონაცემთა ბარათების დარიგება დაიწყო, სადაც პირად მონაცემებს ამოწმებს მოსახლეობა, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც მონაცემებს გასწორებენ.

ახალი ამბები