კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ბაჩო ახალაიას უკანონო თვალთვალში ადანაშაულებენ

8 ოქტომბერი, 2013
 
 
სივილ ჯორჯია

სათვალთვალო კამერით იმ საკანში გადაღებულმა ვიდეომ, სადაც ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ ბრალდებები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ის საუბრების უკანონო მოსმენას ახორციელებდა ახალაიას და მის მნახველებს შორის, რომელთა შორის ასევე იყვნენ ადვოკატები და დეპუტატი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 3 ოქტომბერს იმ ვიდეომასალის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც როგორც მან აღნიშნა, რამდენიმესაათიანია და 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი ახალაიას საკანში. ერთ მომენტში ჩანს, როგორ ესაუბრება ახალაია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს აკაკი მინაშვილს, ხოლო მეორე ეპიზოდში ჟურნალისტს, რომელიც იმ დროს სახალხო დამცველის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი იყო.

დაპირისპირება არა ვიდეო თვალთვალმა გამოიწვია, არამედ იმ ფაქტმა, რომ ვიდეოჩანაწერი შეიცავდა აუდიოჩანაწერსაც, სადაც ახალაიას და მის მნახველებს შორის საუბრები ისმოდა. ახალაიას ადვოკატებმა და ზოგიერთმა უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევაა.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალაიას საკანზე „ელექტრონული მეთვალყურეობა“ უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა და ეს თავად ახალაიას თანხმობის საფუძველზე კეთდებოდა; სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ახალაიას ასევე შეეძლო ცალკე გამოყოფილ სივრცეში შეხვედროდა თავის მნახველებს, სადაც „ელექტრონული მეთვალყურეობა“ შემოიფარგლებოდა მხოლოდ „ვიზუალური კონტროლით“.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა 4 ოქტომბერს, რომ კანონი „ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის“ საშუალებას იძლევა. მან განაცხადა, რომ „ვიზუალური“ ნიშნავს ვიდეო მეთვალყურეობას, ხოლო „ელექტრონული“ ნიშნავს მეთვალყურეობას ყველა სხვა საშუალებით.

თუმცა, კანონი ანსხვავებს „ელექტრონულ“ და „აუდიო“ მეთვალყურეობას და აღნიშნავს, რომ ციხის ადმინისტრიაციას შეუძლია განახორციელოს „აუდიო, ვიზუალური და ელექტრონული კონტროლი“ მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე პატიმარს შეატყობინებს.

ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ მაშინ როდესაც მათმა კლიენტმა ვიდეო მეთვალყურეობაზე თანხმობა განაცხადა, აუდიო მეთვალყურეობაზე მას ნებართვა არ გაუცია, რაც კანონდარღვევაა და ასევე არღვევს ადვოკატებსა და ახალაიას შორის შეხვედრების კონფიდენციალურობას. მათ ასევე განაცხადეს, რომ ციხის ადმინისტრაციას სასამართლოს ნებართვა სჭირდებოდა ამგვარი მეთვალყურეობის განსახორციელებლად.

პროკურატურამ განაცხადა 4 ოქტომბერს, რომ გამოძიება დაწყებულია სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეზე. 

ახალი ამბები