კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი: 'გარწმუნებთ ხალხო, რომ ილიას ნანატრი ხელისუფლება გეყოლებათ'

11 ოქტომბერი, 2013
 მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

"არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ჩვენ ილიას სამშობლოში ვართ. გარწმუნებთ ხალხო, რომ ილიას ნანატრი ხელისუფლება გეყოლებათ, ილიას ნანატრი მთავრობა გეყოლებათ თქენ და ასრულდება დიდი ილიას ნატვრა, ასრულდება ჩვენი წინაპრების ნატვრა, ჩვენ აღვიდგენთ ჩვენს ღირსებას და ჩვენ მოვახერხებთ, რომ ყოველი წელი იყოს წინა წელზე უკეთესი. ამის შემდეგი წელი იქნება უკეთესი და  საქართველოში დაიწყება ჭეშმარიტად ეკონომიკური აღორძინება". 

ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა  თელავში შეკრებილ მოსახლეობას. 
 
მან განვლილ წელიწადზე ისაუბრა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით თანამდებობის დატოვების შემდეგ ის აუცილებლად  დარჩება ქართველი ხალხის სამსახურში : „მე არსად არ მივდივარ, მე გადმოვდივარ თქვენთან, რომ ჩვენ ერთად ვაკონტროლოთ მთავრობაც და ერთად ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა“.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც კანონის დარღვევის იდეოლგები იყვნენ ყველა აუცილებლად აგებს პასუხს ქვეყნის და ხალხის წინაშე: „ჩვენ უნდა გავიგოთ რომ ნაციონალები არიან  ჩვენი ისეთივე თანამოქალაქეები, როგორც ჩვენ ვართ . ჩვენ უნდა შევძლოთ პატიება, მაგრამ ძირითად იდეოლოგებს,  ვინც ძალადობდა, ვინც სისასტიკეს იჩენდა, პასუხი მოეთხოვებათ".

ივანიშვილმა  დამსწრე საზოგადოებას  "კოალიცია ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წარუდგინა. მარგველაშვილმა რთველზე ისაუბრა და მოსახლეობას არჩევნებზე მისვილსკენ მოუწოდა:  „ასეთი რთველი კახეთში ჯერ არ ყოფილა, როგორც ყურძნის დამამზადებელი ქარხანა, ასევე ჩამბარებელი, ყველა კმაყოფილი იყოს. არ ყოფილა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო ხელისუფლების მიზანი რომ გაძლიერებულიყო ჩვენი სოფლის მეურნეობა. ცხრა წლის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ ევროპაში არავის ვუნდივართ, თუ ჩვენ არ ვიქნებით რუსეთთან რადიკალურად დაპირისპირებული, გვარწმუნებდნენ, რომ თურმე ქართველი იმით არის ფასეული, თუ რამდენად შეძლებს და შეაგინებს რუსეთს. აღმოჩნდა რომ ასე არ არის. ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვუნდივართ ისეთები როგორებიც ვართ, ჩვენი განსაკუთრებული კულტურით, ჩვენი განსაკუთრებული მუსიკით, ლაზათით და ტრადიციებით."

მარგველაშვილის განცხადებით,  27 ოქტომბერს მოსახლეობამ განაჩენი უნდა გამოუტანოს იმ გარყვნილებას რაც 9 წლის განმავლობაში არსებობდა ქვეყანაში: „ეს არ უნდა იყოს უბრალო პროცენტებით გამარჯვება, ეს უნდა იყოს განაჩენი მთელი იმ გარყვნილებისათვის, რაც აქამდე არსებობდა. მე მინდა მენდოთ ისე როგორც მენდო ბიძინა ივანიშვილი, მენდო კოალიცია. არასდროს ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც დაჯდება ოფისში და იქიდან შეხედავს რაც ხდება ქვეყანაში. მე მუდმივად დავბრუნდები, თქვენთან ერთად ვიქნები და ერთად ვიფიქრებთ".

გიორგი მარგველაშვილის გამოსვილის შემდეგ,  თელაველებს სიტყვით გივი ბერიკაშვილმაც მიმართა და  "ქართული ოცნების" მიმართ თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა. 

ახალი ამბები