კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს განახლდება

15 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

ორი დაკმაყოფილებული და ერთი დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობა, შეცვლილი მოსამართლე და ბრალდებულის სკამიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები - ამ ვითარებაში წარიმართა 7 ოქტომბერს მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ვანო მერაბიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყდვა, სახელმწიფო ქონების მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვს წაყენებული.

წინა, 21 და 27 სექტემბერის  სასამართლო პროცესებზე მერაბიშილის ადვოკატებმა მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში ამხელეს და მისი შეცვლა მოითხოვეს.

მათი მოთხოვნა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა - ყოფილი პრემიერის საქმის არსებითი განხილვა 7 ოქტომბერს თეიმურაზ დგვარელის ნაცვლად ნათია ბარბაქაძემ აწარმოა.

 „ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ჩემზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე.“ მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი და ეს ადამიანები, ვგულისხმობ პროკურორებს, ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ. აქ გადაწყვეტილებას არ იღებს არც პროკურატურა, არც სასამართლო, არამედ,  ივანიშვილი, ნაცვლიშვილი, კახა თარგამაძის, ლევან პირველის და სხვა ყაჩაღებისა და ბანდიტების დახმარებით. სახეზეა უსაფუძვლო ბრალდებები და გაწელილი სასამართლო პროცესები“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვის დაწყებემდე. 

შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები მან სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე ახსენა, რისთვისაც დარბაზის მხრიდან აპლოდისმენტები, მოსამართლისგან კი, მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

დაცვის მხარის შუამდგომლობა, მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების  გაუქმების, ასევე, პროკურორების აცილების თაობაზე, მოსამართლემ არც ამჯერად  დააკმაყოფილა. 

პროცესის შემდეგი ეტაპი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოკვლევას, ასევე, მოწმეების დაკითხვას დაეთმობა. 

მორიგი სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ახალი ამბები