კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო მაქინაცია საოლქო კომისიის სახელით

15 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 
  
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მე არ ვიცი, ვინ არის ის ხალხი, ვინც მოსახლეობას აკითხავს და ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებს. ფაქტია, რომ ეს ხდება და ადამიანები ამას საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით აკეთებენ. მინდა გავაფრთხილო ყველა ქუთაისელი, რომ არ მოტყუვდნენ და არ გასცენ არანაირი პირადი მონაცემი“, - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

იგი ურჩევს მოსახლეობას, მსგავს შემთხვევაში მოითხოვონ რწმუნება, რათა არ შევიდნენ შეცდომაში.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ადამიანები და მათი მიზნები გამოაშკარავდეს, გავიგოთ, ვისი სახელით მოქმედებენ ისინი და ხალხმა, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“, - აცხადებს ოსეფაიშვილი.

ახალი ამბები