კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ სასამართლოს ფარული მიყურადების თხოვნით 6 თვეში 1207–ჯერ მიმართა

15 ოქტომბერი, 2013
 
ანი ბერუკაშვილი, ნეტგაზეთი

2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 9 მაისამდე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობით 1207–ჯერ მიმართა.

აღნიშნული ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”(IDFI) გამოითხოვა.
 
პროკურატურის მიერ IDFI–სთვის გაგზავნილ წერილში დასახელებული რიცხვის გარდა სხვა ინფორმაცია დაკონკრეტებული არაა:
 
„აღნიშნული შუამდგომლობები შეიცავს საიდუმლო მონაცემებს და აქედან გამომდინარე მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია ქსეროასლების ან ელექტრონული სახით“, – ნათქვამია პროკურატურის წერილში, რომელსაც ხელს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი აწერს ხელს.

ახალი ამბები