კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები შიდა ქართლში

16 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხიკვაძე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გორში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტი დააფიქსირეს. ამ საკითხზე საიას გორის ორგანიზაციის წამომადგენლებმა მორიგი შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრეს. 

 ,,კასპისა და ქარელის შემთხვევაში დაფიქსირდა საჯარო მოხელეებისა და პედაგოგების მონაწილეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერ აქციაში. მოგეხსენებათ, საჯარო პირებს ეკრძალებათ სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობა, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საარჩევნო სამართლის დარღვევაა. მართალია პედაგოგებს უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ წინაასარჩევნო შეხვედრაში (ვინაიდან მათზე არ ვრცელდება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები), მაგრამ უარყოფითად უნდა შეფასდეს მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა. კასპის შემთხვევაში აქციაში მონაწილე პირთა  მობილიზება და ტრანსპორტირება განხორციელდა უშუალოდ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების მიერ“- აცხადებეს ,,საიას“–გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ბებიაშვილი.

ორგანიზაციამ იმის გარკვევაც სცადა, მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის ხარჯები იყო თუ არა დაფინანსებული  ბიუჯეტიდან.  მუნიციპალიტეტში „საიას“ უპასუხეს, რომ თანხები ბიუჯეტიდან არ ყოფილა გამოყოფილი. 

„შემდეგი შემთხვევა საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაფიქსირდა, როცა  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, გამგეობის თანამშრომლები სამუშაო საათებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებში (ბუნებრივი და აგრარული რესურსების სამმართველოს უფროსი, გიორგი ხიდაშელი და ვარიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ვახტანგ ბერკაცაშვილი). გარდა ამისა, კასპის და ქარელის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში განხორციელდა საკადრო ცვლილებები - გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის სახით, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევადაა მიჩნეული“ -  აცხადებეს ,ქეთევან ბებიაშვილი.

ახალი ამბები