კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის არც ერთ საარჩევნო უბანს „ნაციონალი“ თავმჯდომარე არ ჰყავს

16 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ლაბაძე, მამუკა ზოიძე, აჭარა

ხელვაჩაურის ოლქის საუბნო კომისიის ხელმძღვანელ წევრებად კოალიცია„ქართული ოცნების“  წარმომადგენლები მნიშვნელოვნად ჭარბობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. 

ხელვაჩაურის N 83-ე საარჩევნო ოლქის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებიდან, კოალიცია „ქართული ოცნების“ 10 წარმომადგენელია თავმჯდომარე, 7 მოადგილე და 11 მდივანი.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კი, 1 კომისიის მოადგილე და 1-იც კომისიის მდივანია. რაც შეეხება დარჩენილ უბნებს, იქ არაპარტიული კვოტით წარმოდგენილი  კომისიის წევრები იქნენ  არჩეულნი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთი უბნით არის გაზრდილი თვითონ ოლქიც. კერძოდ, ხელვაჩაურის ოლქში, მიმდინარე არჩევნებზე 45 საარჩევნო უბანია გახსნილი. ხელვაჩაურის საოლქი კომისიის თავმჯდომარის ომარ ვარშანიძის განცხადებით, დამატებული უბანი სოფელ ახალშენშია: „სოფელი ახალშენი გაიყო ორ უბნად. რაც განპირობებულია ამომრჩეველთა ოდენობის ზრდითა და თვითონ სოფლის გეოგრაფიული მდებარეობით“.

ამ დროისათვის, ხელვაჩაურის მოსახლეობას მიღებული აქვს საარჩევნო ბარათები. ოლქში 45 საარჩევნო უბანია გახსნილი. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, ხელვაჩაურის ოლქის ამომრჩეველთა ოდენობა 47 304-ს შეადგენს. მაჩვენებელი წინა არჩევნებთან შედარებით 707-ით არის გაზრდილი.

ახალი ამბები