კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოლეგ მელნიკოვის განცხადებით მას უკრაინის ციხეში აწამებდნენ

17 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული  შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოლეგ მელნიკოვი 13 სექტემბერს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგა. ბრლადებულის განცხადებით, უკრაინის ციხეში მას არაადამიანურ მდგომარეობაში ამყოფებდნენ, აწამებდნენ  და ემუქრებოდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ოქტომბერს დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, სოსო თოფურიძისა და გია ალანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა გაიმართა. ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვის განცხადებით, იგი თავს დამნაშვედ არ თვლის. მელნიკოვის თქმით, უკრაინაში მისი დაკავება მოხდა პროცესუალური ნორმების დარღვევით და აგრეთვე, ის დაგვიანებით მიიყვანეს სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად.
 
"იქ სულ სხვანაირი ციხეა. ფანჯარას შუშა არ აქვს. არც სკამი იყო საკანში და არც მაგიდა. წყალსაც კეტავდნენ მთელი დღე. ერთხელ ვიღაცა მოვიდა და გამაფრთხილა, ჭკვიანად იყავიო და მაჩვენა ჩემი ცოლისა და შვილის სურათი, რომლებიც გზაზე გადადიოდნ. ვუთხარი, ჭკვიანად ვიქნები-მეთქი. ჩამოვიდნენ ქართველი პროკურორები, დამკითხეს და მითხრეს, დედასთან რამეს ხომ არ დაგვაბარებო. აქ ჩამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩემს 75 წლის დედასთან მივიდნენ და უთხრეს, თუ ჭკვიანად არ იქნება დიდი "სროკი" ელოდებაო და გააფრთხილეო. ჩემს მეუღლესთან კი ქურდები მივიდნენ და უთხრეს, ქართველი ქურდები ვართო და ამით შეაშინეს," - განაცხადა მელნიკოვმა. ბრალდებულმა მოსამართლეს მისი მეუღლისა და დედის დაკითხვაც სთხოვა.

უკრაინიდან საქართველოში მელნიკოვის ექსტრადირება 21 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1966 წელს დაბადებული ოლეგ მელნიკოვი დააკავეს. მას ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაუყენეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დასდეს ბრალი.

შემდგომი სასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს გაიმართება, რა დროსაც მტკიცებულებათა გამოკვლევის საკითხი განიხილება. ასევე მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე აპირებს შუამდგომლობის დაყენებას მელნიკოვისთვის აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ

ახალი ამბები