კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ფონდი - საქართველოში 16 227 ადამიანი მონურ მდგომარეობაშია

17 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

2013 წლის მონობის მსოფლიო ინდექსში საქართველო 50-ე ადგილზე მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ფონდი Walk Free Foundation (იარე თავისუფლად) ავრცელებს. ავსტრალიაში დაფუძნებული ფონდის მიერ შედგენილი ინდექსის თანახმად, საქართველოში 16 227 ადამიანია მონურ მდგომარეობაში, მსოფლიოს მასშტაბით კი მათი რაოდენობა 29,8 მილიონს შეადგენს. 

ინდექსის შედგენისას ავტორებმა თანამედროვე მონობა რამდენიმე ფაქტორით განსაზღვრეს – ადამიანებით ვაჭრობა, არასრულწლოვნების იძულებითი ქორწინება, იძულებითი სამუშაო და ბავშვების გაყიდვა/ექსპლუატაცია. 

2013 წლის მონობის მსოფლიო ინდექსში პირველ ხუთეულში მოხვდნენ: მავრიტანია, ჰაიტი, პაკისტანი, ინდოეთი და ნეპალი. ყველაზე მეტი თანამედროვე მონა ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით ინდოეთში დაფიქსირდა, სადაც მათმა რაოდენობამ 13 956 010 ადამიანი შეადგინა. ყველაზე ნაკლები – მხოლოდ 22 მონა ჰყავთ ისლანდიაში, რომელსაც მოჰყვება ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და შვეიცარია. 

ახალი ამბები