კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ბაქრაძე ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2013
 
თამარ კლიმჩუკი, ქუთაისი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ქუთაისელ ამომრჩეველს ქუთაისის სპორტის სასახლეში შეხვდა.

„ჩვენს ქვეყანას წინ წაყვანა და ხალხის უკეთ ცხოვრება სჭირდება. ამისათვის კი მე  ყველაფერს გავაკეთებ. არ დავიშურებ შრომას, რათა ხალხმა კარგად იგრძნოს თავი საკუთარ სამშობლოში. რათა ხვალ საქართველო იყოს წინწასული, ევროპული ქვეყანა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მან კმაყოფილება გამოხატა მხარდამჭერთა სიმრავლის გამო და ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილ ხალხს მადლობა გადაუხადა. 
 
„ეს შეხვედრა მთლიანად გაჟღენთილი იყო იმ ენერგიით, რომელიც ქვეყნის მშენებლობის ენერგიაა. ამ ადამიანებს სურთ, რომ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, იყოს მეტი სამუშაო ადგილი და ოჯახები იყვნენ უფრო დაცული“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა.

შეხვერის დასასრულს ქუთაისელმა ამომრჩევლებმა დავით ბაქრაძესთან ერთად  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, მოგვიანებით კი, რამდენიმე მათგანმა მასთან უშუალოდ გასაუბრებაც შეძლო.

ახალი ამბები