კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარგველაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა შიდა ქართლის მოსახლეობასთან

24 ოქტომბერი, 2013

18 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების’’ საპრეზიდენტო კანდიდატი – გიორგი მარგველაშვილი გორში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც მან განაცხადა, 27 ოქტომბერს თუ ქართველი ხალხი მის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, გაიმარჯვებს მთელი საქართველო და არა უშუალოდ ცალკე აღებული საპრეზიდენტო კანდიდატი.

,,ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ თუ მეორე ტური დაინიშნება, მე მასში მონაწილეობას არ მივიღებ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ გვიჭერს მხარს, მაგრამ როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილი ვერ გაერკვა იმაში, თუ როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება და საით უნდა, რომ ქვეყანა წავიდეს. ამიტომ სვამენ კითხვას, დაინიშნება თუ არა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური. ეს იგივეა, რომ გვკითხონ, ხომ არ გინდათ იმ დროში დაბრუნება, როცა ქვეყანაში იყო მონოპოლიები, როცა სასამართლო კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდებოდა პატიმართა წამება, ამიტომ ეს კითხვა არის შეურაცხმყოფელი, რადგან ვიცი, რომ თქვენ არ გინდათ იმ დროში დაბრუნება. მე ვიცი, რომ ჩვენ 27 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, მე მასში მონაწილეობას არ მივიღებ" - განცახადა გორის დრამატული თეტრის წინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა.

აღნიშნული განცხადების შესახებ თავისი აზრი ბიძინა ივანიშვილმაც გამოთქვა. მისი თქმით, ქართული საზოგადოების უმრავლესობა გიიორგი მარგვალაშვილს დაუჭერს მხარს 27 ოქტომბერს. პრემიერი იმდენად დარწმუნებულია ,,ქართული ოცნების“  საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებაში, რომ  ამომრჩეველთა დაახლოებით 60 პროცენტი, მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრაზე მისულებს შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მარგველაშვილის დასახვერდად სამარშუტო ტაქსებითა და ავტობუსებით ხალხის მობილიზება  დღის ორი საათიდან დაიწყო. შიდა ქართლის სამხარეო ადმინიტრაციის შენობის წინ ჩამოიყვანეს სოფლებიდან მხარდამჭერები, რომელთა  ნაწილი აღნიშნავდა, რომ ისინი საკუთარი სურვილითა და ხარჯებით ჩამოვიდნენ გორში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად, ხოლო მეორე ნაწილი აცხადებდა, რომ ისინი ,,ქართული ოცნების“ დაფინანსებით ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია,რომ  სოფლის მოსახლეობის მობილიზება  ხდებოდა ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობებში.

ახალი ამბები