კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,მაინც ჯობია სიახლეს დაუჭიროთ მხარი“- არქიმანდრიტი მარგველაშვილის შტაბის წინასაარჩევნო შეხვედრაზე

25 ოქტომბერი, 2013

 მანონ  ბოკუჩავა,ქვემო ქართლი

23 ოქტომბერს რუსთავში მარგველაშვილის შტაბმა სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა. შტაბის ხელმძღვანელმა ამირან ბიწაძემ წარმოადგინა ახალი მთავრობის ხედვები სპორტის სფეროში. თავის მხრივ, შეხვედრაზე მყოფმა სპორტსმენებმა უთხრეს მას, რომ ისინი ,,უღალატო ხალხია” და მხარს იმას დაუჭერენ ,,ვისაც საჭიროა“. შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში შეკრებილებს არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე შეურთდა.

შტაბის ხელმძღვანელის და სპორტსმენების გამოსვლოს შემდეგ სიტყვა არქიმანდრიტს მისცეს. ,, 7-8 წლის მანძილზე ვიყავი რუსთავში მოძღვარი და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. მინდა მთელი რუსთავი დავლოცო და გითხრათ, რომ აქ, პირველი ის არის გასათვალისწინებელი, რომ მე კი არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ ივანიშვილის ხალხმა ეს კუდიანები მოგვაცილა. ამისათვის მარტოა ეს ხალხი დასალოცი. (სიტყვას ტაშიც აწყვეტინებენ) ნაციონალურმა მოძრაობამ ეკლესიის საქმეებში კი ჩაყო ცხვირი! ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. მაინც ჯობია ახალს და სიახლეს დაუჭიროთ მხარი, კიდეც რომ არ იცნობდეთ ახალს მაინც“ , - აცხადებდა არქიმანდრიტი.

კითხვაზე, აქვს თუ არა სასულიერო პირს საარჩევნო კამპანიაში ჩაბმის უფლება გვიხსნის, რომ ჩვენ არ გვცოდნია საარჩევნო კოდექსი. ,, რატომ არა მაქვს უფლება ხალხს კარგისკენ და სიკეთისკენ მოვუწოდო?! როგორც არჩევნებში მონაწილეობის ასავე ასეთ შეხვედრებზე ყოფნის და გამოსვლის უფლება მაქვს“ - გვპასუხობს სასულიერო პირი.

შეხვედრის მიმდინარეობისას არქიმანდრიტი სპორტსმენბთან ერთად ეცნობოდა მარგველაშვილის სააგიტაციო მასალებს და ისმენდა ,,ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო პროგრამას.

,,პირადად მე აღნიშნული სასულიერო პირი არ დამიპატიჟებია შეხვედრაზე. აქ მოვიდა ყველა ვინც დაინტერესდა. ვერ ვხედავ რაშია პრობლემა, რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს ვიცნობ და ვთვლი რომ არაფერს ვარღვევთ“, - ამბობს, მარგველაშვილის რუსთავის შტაბის ხელმძღვანელი,  ამირან ბიწაძე.

საქართელოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება არ აქვთ საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს. ,,ადამიანის უფლებათ ცენტრის“ იურისტის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, აღნიშნული კოდექსი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, რადგან არ არის მითითებული, რომ აგიტაციაში ჩართვის უფლება არ აქვთ სასულიერო პირებსაც. ის აცხადებს, რომ სასულიერო პირი საზოგადოებაში ასოცირდება იმ რელიგიურ ორგანიზაციასთან, რომელსაც წარმოადგენს და ის არ აღქმება, როგორც ამა, თუ იმ კანდიდატის რიგითი მხარდამჭერი  მოქალაქე.

ახალი ამბები