კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში დააკვირდებიან

26 ოქტომბერი, 2013

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში დააკვირდება. ეს რეგიონებია:  კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. ორგანიზაციის 75 დამკვირვებელი 27 ოქტომბერს, საერთო ჯამში, 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდება.

ბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით არჩევნებს დააკვირდება ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი, რომელმაც ამავე დროს, რამდენიმე ტრენინგი ჩაატარა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებისათვის. ცენტრის სახელით არჩევნებს ასევე დააკვირდებიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები.

საპრეზიდენტო არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, აშშ-ის საელჩოსა და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.  ეს პროექტები მოიცავს წინასაარჩევნო პროცესისა და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგს.  27 ოქტომბერს დამკვირვებლების ნაწილი მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე იქნება მიმაგრებული, ნაწილი კი მობილურ ჯგუფებში გადანაწილდება და უბნიდან უბანზე იმოძრავებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი არც ამ არჩევნებზე არღვევს ტრადიციას და განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს კახეთსა და ქვემო ქართლში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილია ჟურნალისტური კომპონენტი. ცენტრის ინტერნეტ-გამოცემა http://www.humanrights.ge/ სისტემატიურად აქვეყნებს პუბლიკაციებს წინასაარჩევნო პროცესისი მიმდინარეობისა და დარღვევების შესახებ, რომლებსაც ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გვაწვდიან.

Humanrights.ge არჩევნების დღესაც აქტიურად იმუშავებს და საზოგადოებას მყისიერად მიაწვდის ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რასაც უბნებზე  დამკვირვებლები დააფიქსირებენ.

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ასევე მივაწვდით ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით შექმნილი მედიცენტრიდან. ამ მიზნით მედიაცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრი 27 ოქტომბერს ორ ბრიფინგს გამართავს - 15:30 საათზე და 21:30 საათზე. ხოლო 28 ოქტომბერს 14:00 საათზე ბრიფინგზე წარმოადგენს არჩევნების დღის შემაჯამებელ ინფორმაციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი


საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტები დაფინანსებულია: საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის, ეროვნული წვლილი დემოკარტიისთვის (NED) და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.

 

ახალი ამბები