კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის რამდენიმე უბანზე მარკირებული ამომრჩეველი გამოცხადდა

27 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის 40-ე საარჩევნო უბანზე გამოცხადებული ამომრჩეველი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და ქუთაისის მერიის თანამშრომელია, ხმის მისაცემად მარკირებული გამოცხადდა. 

"ბუნებრივია, ჩვენ არ დავუშვებდით იმ ფაქტს, რომ მარკირებულ ამომრჩეველს ხმა მეორედ მიეცა. მოვახდინეთ რეაგირება და ამომრჩეველმა დაუყოვნებლივ დატოვა საარჩევნო უბანი", - განუცხადა humanrights.ge-ს მე-40 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ რობინზონ წინწკალაძემ.
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ასევე, ქუთაისის 82-ე უბანზე. თუმცა, დამკვირვებელთა სათანადო რეაგირების შემდეგ, ამომრჩეველმა ხმა ხელმეორედ ვერ მისცა და მან დაუყოვნებლივ დატოვა საარჩევნო უბანი.

ახალი ამბები