კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარმა გორში სახლებს სახურავები ახადა

29 ოქტომბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ძლირმა ქარმა სახურავი გადახდა. კორპუსების უმეტესობას სახურავების რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა. ეს სამუშაოები იმ კომპანიებმა ჩაატარეს, რომლებმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს. ერთი წლის შემდეგ კი, მათ ნაწილს ვეღარ პოულობენ - კომპანიების ნაწილი საერთოდ გაუქმდა, ნაწილის პასუხისმგებელი პირები კი, ქვეყნიდან გაიქცნენ.

ამ გარემოებიდან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი წლის წინ შესრულებული    სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა უხდება.  გორის მუნიციპლიტეტის საკრებულომ გასულ კვირას ცხინვალის გზატკეცილზე ძლიერი ქარის შედეგად კორპუსებისთვის გადახდილი სახურავის რეაბილიტაციისთვის 82 ათასი ლარი გამოყო. 

დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე: ,, 82 ათასი ეს იყო ზოგადი გათვლით. ეს არის სავარუდო თანხა რომელიც დასჭირდება ამ ორი ბინის სახურავის შეკეთებას.“ 

საკრებულოს თავმჯდომარე იმ კომპანიების საქმიანობის შესწავლას ითხოვს, ვინც აღნიშნული სამუშაოები  2012 წელს შეასრულეს, მისი განმარტებით ტენდერებში ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირები იმარჯვებდნენ, რომლებიც სამუშაოს   უხარისხოდ ასრულებდნენ. მაშინდელი ხელისუფლება ამის შესახებ თვალს ხუჭავდა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს იბარებდა: ,,ამ სახურავების უმრავლესობა არასწორად და უხარისხოდ იყო გაკეთებული. გამგეობამ უჩივლა ამ კოპანიებს , ზოგი კოპანია საერთოდ აღარ არსებობს , ზოგის პასუხისმგებელი პირი გაქცეულია ქვეყნიდან“– აცხადებს დავით რაზმაძე 
ერთ–ერთი კოპანია, ვინც სახურავის რეაბილიტაცია სათანადად ვერ შეასარულა შპს ,,ორი დათო“იყო.  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ შპს სასამართლოში უჩივლა, საქმე განხილვაშია,  პირველ პროცესზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გამგეობა აღნიშნულ შპსს თავდაპირველად 16 000 ლარს ედავებოდა ახლა კი, თანხა გაანახევრა და გამგეობა 7500 ლარს ითხოვს, თუმცა შეთანხმება მაინც ვერ შედგა.  შპს. ,,ორი დათოს“ წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპერტებმა შეამოწმეს ხარისხი და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხელს უწერენ ობიქეტის ჩაბარებას. სასამართლო პროცეზე გორის მუნიციპალიტეტის იუსრიტმა რევაზ გოგიაშვილმა განმარტა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია ხუთი წლის მანძილზე ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას დაზიანება, რაზეც მოპასუხე მხარემ განუცხადა, რომ  სახურავი კორპუსებს სტიქიის შედეგად გადაეხადა და ხელშეკრულების მიხედვით, მათ არ ევალებათ ხელახლა რეაბილიტაცია. შპს ,,ორი დათოს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ ხელშეკრულების მიხედვით ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულეს და სტიქიის შედეგებზე პასუხისმგებლები არ არიან. გორის რაიონის სასამართლოში საქმის განხილვა რამდენიმე კვირაში განახლდება, მხარეებს მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა მოსთხოვა.

ახალი ამბები