კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში ერთი საარჩევნო უბანის ხმები გაბათილდა

30 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის 65-ე საარჩევნო უბანის შედეგები, სადაც 1467 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ხმა 596-მა მისცა, საოლქო სააჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად გამოცხადდა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მიზეზი უბანზე არსებული პროცედურული დარღვევებია. 

კერძოდ, საკონტროლო ფურცელზე არ დაფიქსირდა პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა და მონაცემები. ასევე, იყო სხვა სახის დარღვევები, რასაც უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოჰყვა. 

აღნიშნულმა კომისიამ ქუთაისში არსებული 127 საარჩევნო და ორი სპეცუბდიან სულ 9 საჩივარი განიხილა. თუმცა, როგორც გაირკვა, არცერთის შემთხვევეში სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და საარჩევნო უბნების კომისიის თავმჯდომარეებმა, ასევე, მდივნებმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს. 

ახალი ამბები