კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

31 ოქტომბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები „კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევრო–ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის კუთხით“, - ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც 28 ოქტომბერს გავრცელდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნებს“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი, - „ამ არჩევნებმა ნათლად წარმოაჩინა ხალხის ნება“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მის შეფასებებს, რომ არჩევნები იყო „ეფექტურად ადმინისტრირებული, გამჭირვალე და მეგობრულ და კონსტრუქციულ გარემოში“. თუმცა, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ შეფასებაში გამოთქმულ წუხილებს, მათ შორის ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ბრალდებებს“.

„ახლა, მას შემდეგ, რაც ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება, მოვუწოდებთ ყველა კანდიდატს, დემოკრატიული ნორმების შესაბამისად იმოქმედონ და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია საარჩევნო ადმინისტრაციას წარუდგინონ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას განახორციელოს საბოლოო დათვლა და გამჭირვალედ და კანონის უზენაესობის სრული დაცვით გადაწყვიტოს ყველა პრეტენზია. მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად იმუშავონ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას და გააძლიერონ მისი სამოქალაქო საზოგადოება, მისი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების შემდგომი წინსვლის მიზნით“.

„მოუთმენლად ველით არჩეულ პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და ქართველ ხალხთან მუშაობას, რათა დავეყრდნოთ ჩვენ ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას, ხელი შევუწყოთ საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს და განვაგრძოთ ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი მომავლის მხარდაჭერა“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. 

ახალი ამბები