კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაია სასამართლომ სპეცრაზმელების წამების საქმეში უდანაშაულოდ ცნო

31 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული 7 პიროვნება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა უდანაშაულოდ ცნო.  აღნიშნულის მიუხედავად,ახალაია პატიმრობაში რჩება, რადგან მას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასჯელი აქვს შეფარდებული.

31 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს, დავით ვეკუას, მამუკა აბაშიძეს, ალექსი დავითაშვილს, დავით ჩუბინიძეს, ვლადიმერ ზანგიევას, რობერტ სუთიძეს და დავით გიორგაშვილს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. საქმე ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში შვიდი სპეცრაზმელების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას  შეეხებოდა. დაცვის მხარის მტკიცებით კი, ჯარისკაცები არ უწამებიათ და მათ მხოლოდ რეინჯერების საწვრთნელი კურსები გაიარეს. დაცვის მხარის პოზოცია გაიზიარა მოსამართლემ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც  სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თავისუფლების აღკვეთასა და ბიზნესმენ ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდებს შეეხებოდა, მოსამართლემ 1 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ბაჩო ახალაია ასევე გაამართლა. 

ორ საქმეზე გამართლების მიუხედავად ახალაია კვლავ პატიმრობაში რჩება, რადგან  ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე  28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მას 3 წელი და 9 თვე შეეფარდა. 

ახლახანს, ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი საქმე დაიწყო. 26 ოქტომბერს სასამართლომ სანდრო გვირგვლიანის საქმეში ყოფილი მინისტრი ბრალდებულად ცნო და აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები