კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილმა დავით ადეიშვილი შეიწყალა

31 ოქტომბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა დავით ადეიშვილი შეიწყალა, ადეიშვილი ამ დროისათვის მსჯავრდებულია და ძებნაში იმყოფებოდა. იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია მსჯავრდებული. მას თელავის რაიონულმა სასამართლომ მას 2013 წლის 2 სექტემბერს, დაუსწრებლად 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოფიციალური ინფორმაციით, დავით ადეიშვილი მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. 

კახეთის საოლქო პროკურატურა დავით ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წელს, დავით ადეიშვილმა, თელავის ბაზრის მესაკუთრეები აიძულა, წილი მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ.

დავით ადეიშვილის შეწყალების შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ ეს პერსონალური ინფორმაცია და ამის გამო არ ასახელებენ მიზეზს, რის საფუძველზე მოხდა შეწყალება.

„ასეთი ტიპის ინფორმაციას, ვინ არის შეწყალებული და რის საფუძველზე, ვერ გავცემთ, რადგან პერსონალური ინფორმაციაა. ეს ინფორმაცია ეგზავნება, უშუალოდ აღმასრულებელ ორგანოს და იმ პირს, ვისაც ეხება“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ.

ახალი ამბები