კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

4 ნოემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 97 ხმით ერთხმად დაძლია პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტო კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეების თანამდებობაზე უვადო გამწესებამდე მათთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას ითვალისწინებს.

პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეებს შესაძლოა დამოუკიდებლობა შეეზღუდოთ გამოსაცდელ პერიოდში, როცა მათ საქმიანობაზე მონიტორინგს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახორციელებს; სწორედ ამ მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდება დაინიშნოს თუ არა მოსამართლე უვადოდ. ამჟამად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო თანამდებობაზე 10 წლის ვადით ნიშნავს.

უვადოდ დანიშვნის პრინციპს 2010 წელს მიღებული ახალი კონსტიტუციური დებულებები ითვალისწინებს, რომელიც 17 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში და სადაც ასევე ნათქვამია: „მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა“. 

მართალია წინა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ეს დებულება გამოსაცდელი ვადის დაწესებას იმპერატიულად არ განსაზღვრავს, მაგრამ ამგვარ შესაძლებლობაზე ის პირდაპირ მიანიშნებს.

კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის ფარგლებში, ქართული ოცნების უმრავლესობამ გამოსაცდელი ვადის დაკანონებას დაუჭირა მხარი, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მოსამართლეთა მონიტორინგის პროცედურები 2014 წლის მაისამდე დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით იმგვარად განისაზღვრება, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას პრობლემა არ შეუქმნას.  

ახალი ამბები