კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეწყალების მიუხედავად ბაჩანა ახალაია კვლავ პატიმრობაში რჩება

5 ნოემბერი, 2013
 
თამთა თვალავაძე

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიუხედავად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია საპყრობილეს ვერ დატოვებს, რადგან მის მიმართ აღძრულ მეოთხე საქმეზე ახალიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და შესაბამისად, განაჩენი ჯერ არ დამდგარა. ეს საქმე სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ეხება.

 3 ნოემბერს პრეზიდენტმა  მინიჭებული  უფლებამოსილებით  ისარგებლა და ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი შეიწყალა. ამის შესახებ  განცხადება   პრეზიდენტის ოფიციალურ „facebook” გვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტი განცხადებაში  მიღებულ  გადაწყვეტილებას  ასე განმარტავს-„ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს, მოვაწერო არა იმიტომ, რომ საქმე შეეხება ბაჩო ახალაიას, არამედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ პრეცენდენტი-„კანონიერმა ქურდებმა“ გაასამართლონ და  ციხეში ჩასვან  მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის  გამატრებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტის  შეწყალება  კი, ე.წ. ბუნტის  საქმეს ეხება.  ამ საქმეზე 28 ოქტომბერს გამართულ  სასამართლო სხდომაზე ახალაის  თავისუფლების აღკვეთის ვადად 3 წელიდა 9 თვე  შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით 2006 წლის გაზაფხულზე მედიაში გავრცელდა  ინფორმაცია, რომ ახალაიამ სცემა პატიმრებს. ამ ინფორმაციის გაქარწყლების მიზნით მან ე.წ. მასტერათან ერთად  გეგმა  შეიმუშავა და  სასჯელაღსრულების  #1 და #5 დაწესებულებებში ბუნტი მოაწყო. ამ საქმეზე ახალაის ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას  გულისხმობს. შეწყალების შემდეგ, ახალაიას ეს განაჩენი გაუბათილდა.
 
შეგახსენებთ, რომ ახალაია, მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ორ საქმეზე გაამართლეს. ერთი ეხებოდა სპეცრაზმელთა წამებას, მეორე საქმე კი, სამხედრო  მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და თავისუფლების აღკვეთას. 

ახალი ამბები