კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანია ბათუმში სამი პირის დაკავებით დასრულდა

18 ოქტომბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის მიმდებარედ დამონტაჟებული სცენიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ  ბათუმელ ამომრჩეველს მიმართა. მანამდე კი, შეხვედრის ადგილზე სამართალდამცავებმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი პირი დააკავეს. მერაბ გორგაძე, ჯემალ დუაძე და ჯიმშერ კურცხალიძე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ბაქრაძესთან ახლოს მისვლას და კითხვის დასმას აპირებდნენ. 

მერაბ გორგაძე, ჯემალ დუაძე და ჯიმშერ კურცხალიძე ბაქრაძის კამპანიის გამართვის წინააღმდეგი იყვნენ: „ბაქრაძეს მორალური უფლება არა აქვს ჩამოვიდეს ბათუმში, შეხვდეს მოქალაქეებს და მათ დაპირებები აძლიოს. იმ სისასტიკის შემდეგ, რასაც „ნაციონალები“ ციხეებში პატიმართა მიმართ იჩენდნენ მათ საარჩევნო კამპანიის ჩატარების და დაპირებების გაცემის უფლება არა აქვთ“ - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა. მათ კანდიდატთან ახლოს მისვლა და კითხვის დასვა მოინდომეს, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა დავით ბაქრაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. სამართალდამცავებმა სამივე მათგანი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა როგორც დავით ბაქრაძემ, ასევე მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ.

„არასდროს უკან არ დამიხევია ვინმესთან საუბარზე. ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საკუთარი პრობლემის და უსამართლობის მოტანა უნდა ჩემამდე, თუმცა არსებობს ფორმა. პოლიციელებზე გადმოხტომით და ლანძღვით შეკითხვის დასმა არ ხდება,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ დაპატიმრებულების შესახებ განაცხადა, რომ ისინი არიან ზონდერები, რომელსაც ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იყენებს: „ამ ადამიანებისთვის დაპატიმრება ბუნებრივია, უცხო ხილი არ არის. ისინი კრიმინალები იყვნენ და იმიტომ ისხდნენ ციხეში. ისინი არიან ჩვეულებრივი ზონდერები, რომლებსაც ხელისუფლების რაღაც ნაწილი  "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იყენებს“. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სამივე დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დაკავებულ ჯემალ დუაძის განცხადებით, ისინი ბრალს არ აღიარებენ: „ჩვენ არ ვაღიარებთ ბრალს. გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლად გადაადგილების უფლება. აქციაზე მივედით იმიტომ, რომ შეკითხვები დაგვესვა დავით ბაქრაძისთვის - ღებულობს თუ არა პასუხისმგებლობას ცხრა წლის განმავლობაში მომხდარი უსამართლობის გამო, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა“.

ახალი ამბები