კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების პირობები შესაძლოა, შეეზღუდოს

6 ნოემბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტს მინიჭებული უფლება - საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონით დადგენილი პირობების გაუთვალისწინებლად მიანიჭოს, შესაძლოა, ჩამოერთვას. „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების საჭიროებაზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა. დეპუტატი პრეზიდენტის ამ დისკრეციული უფლების კანონით „შებოჭვის“ საჭიროებას ხედავს. 

როგორც ხმალაძემ განმარტა, კონსტიტუციასა და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში გაწერილია, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. დეპუტატის თქმით, ამ მხრივ პირობები ძალიან კარგად არის გაწერილი, თუმცა იქვე არის ნორმა, რომელიც „ყველაფერს კარგად გაწერილს, ფაქტობრივად ჯვარს უსვამს“.

„ეს ნორმა ამბობს, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონით დადგენილი პირობების გაუთვალისწინებლად პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. მორჩა, წყალში ჩაცვივდა ყველა ის შემაკავებელი ფაქტორი, რაც კანონშია ჩაწერილი. ეს ნორმა, რა თქმა უნდა, შესაცვლელია. აღნიშნულ ნორმას ყურადღება მას შემდეგ მიექცა, რაც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ასეულ ადამიანს მოქალაქეობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიანიჭა“, - განაცხადა ხმალაძემ. 

ამასთან, პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებებზე საუბრისას, ხმალაძემ განაცხადა ისიც, რომ კანონმა უნდა განსაზღვროს არეალი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი პატიმრების შეწყალების უფლებას გამოიყენებს. დეპუტატის თქმით, პატიმართა შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ არ შეიძლება, ეს ჰუმანური გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს და ასეთი სახის გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი პირის შეხედულებისამებრ ხდებოდეს.

ახალი ამბები