კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიის გუბერნატორობისთვის რამდენიმე ადამიანი იბრძვის

7 ნოემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

გურიის გუბერნატორის პოსტზე ამ დროისთვის სამი ადამიანის კანდიდატურა სახელდება. ესენი არიან ილია კეჭაყმაძე,  გოჩა მეგრელიშვილი და დავით დარჩია.

ბანკირი ილა კეჭაყმაძე და   გიორგი მარგველაშვილის გურიის საარჩევნო შტაბის უფროსი გოჩა მეგრელიშვილი ინფორმაციას არ ადასტურებენ: „არასწორია  ეს ინფორმაციაა, ცხადია, არ ვადასტურებ, თუმცა აქვე ვაცხადებ, რომ ვინც უნდა იყოს გურიის გუბერნატორი, გვერდში დავუდგები“,– ამბობს კეჭაყმაძე. ამავეს ამბობს მეგრელიშვილიც. მისი თქმით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამ ეტაპზე, კანდიდატურები არ განიხილება.

გუბერნატორობის კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი დავით დარჩია, კი ამბობს რომ თუკი ის კანდიდატად დასახელდება, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება: „თუ განიხილება ჩემი კანდიდატურა, ამაში ახალი არაფერია და არცაა გასაკვირი. ვფიქრობ, რომ რაიონისათვის და გურიისათვის ჩემი კანდიდატურა აჯობებს.“

იმ შემთხვევაში, თუკი გურიის გუბერნატორი პრემიერმინისტრის თანაკურსელი დავით დარჩია გახდება, საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი კვერღელიძე მისგან მოადგილეობაზე შემოთავაზებას ელოდება: „დათოს ალბათ, ბევრი ფიქრი არ მოუწევს ჩემთან დაკავშირებით,“ – ამბობს კვერღელიძე. ჯერჯერობით კი, გურიის გუბერნატორის პოსტი თავისუფალია.

ახალი ამბები