კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება გრძელდება

11 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

პირველ ნოემბერს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვლეობის შემსრულებლის თანამდებობიდან  ემიკო ფეიქრიშვილი უკვე მეორედ გაათვისუფლეს, პირველად საკრებულომ დაითხოვა და მეორედ უკვე საკრებულოს მიერ დანიშნულმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა გულიაშვილმა, რომელიც მანამდე ქარელის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 

საკრებულოს მიერ ფეიქრიშვილის გათავისუფლებას   ,,საია“– ს გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი უკანონს უწოდებს: ,,გაურკვეველი იყო გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ბრძანების გაუქმების საფუძველი. აქამდეც უნდა ჩატარებულიყო გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი, რასაც ითვალიწინებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რაც არ განხორციელებულა. დღემდე უკვე მეოთხე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო“-ეს განცხადება ქეთევან ბებიაშვილმა საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა. 

პირველი  გათავისუფლების შემდეგ, ფეიქრიშვილმა მისი გათავისუფლების გადაეწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და პეროცესი მოიგო, რის შედეგადაც ის თანამდებობაზე აღადგინეს. ახლა უკვე მეორედ გათავისუფლებული  ემიკო ფეიქრიშვილი  მისი სამსახურიდან დათხოვნის მოტივს აბსურდულს უწოდებს: ,,ჩემი გათვაისუფლების ბრძანების წინაპირობა იყო 9 სექტემბერს ჩემი მედიასთან ურთიერთობა, მქონდა ბრიფინგი, სადაც საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებაზე საჯაროდ ვთქვი,“-  აცხადებს ემიკო ფეიქრიშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის   ყოფილი მეორე პოლიციელი და ამჟამად უკვე გამგებლის   მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა გულიაშვილი  არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ფეიქრიშვილს, მოადგილის თანამდებობიდან ათავისუფლებს ამის მიზეზად კი   სამსახურში დაგვიანებებსა და შინაგანი წესის დარღვევებს ასახელებს: ,,ფეიქრიშვილი დაკავებული თანამდებობიდან კანონის შესაბამისად იქნა გათავისუფლებული, რადგან იგი დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევდა, იგვიანებდა სამსახურში, რის გამოც ორჯერ მივეცი გაფრთხილება და მესამე გაფრთხილებაზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამენთავისუფლებინა,“- აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა გულიაშვილი

ემიკო ფეიქრიშვილი რიგით მეორე სარჩელს ამზადებს სასამართლოში შესატანად, სადაც მისი მოადგილეობიდან გათვისუფლების უკანონობზე საუბრობს. 

ახალი ამბები