კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში გიორგი სიბაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო

12 ნოემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი,კახეთი

თელავის რაონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის საქმის განხილვა პროკურორ გიორგი ლილუაშვილის და მოსამართლე მამუკა წიკლაურის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. როგორც მოსამართლის თანაშემწემ განმარატა, გიორგი ლილუაშვილმა პროცესზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, მამუკა წიკლაურს კი, პირადი საქმე ჰქონდა.

გიორგი სიბაშვილს განცხადებით სასამართლო პროცესები მიზანმიმართულად ჭიანურდება.

„არავის არ შეუტყობინებია ჩემთვის, რომ დღეს სხდომა უნდა გადადებულიყო. ჩამოვედი და მითხრეს, რომ პროკურორი ავად არის და ვერ მოვიდაო. არც ის იციან შემდეგ პროცესზე მაინც თუ შეძლებს მოსვლას. თუ ვერ მოვიდა, მაშინ ახალ პროკურორს უნდა გადასცენ საქმე.  ახალი პროკურორის დანიშვნის შემთხვევაში კი ისევ გადაიდება სხდომა, რადგან მანაც უნდა შეისწავლოს საქმე. ასე ჭიანურდება პროცესი, არ უნდათ ამ საქმის დამთავრება"– განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.

კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების მართლასაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა ედება. მას ბრალი ხუთი ეპიზოდით აქვს წარდგენილი. იგი აღნიშნულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა 21 ნოემბერს, 13:00 სააათისთვის ჩაინიშნა.

ახალი ამბები