კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს

12 ნოემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებულ საქმეზე, „გამსახურდია რუსეთის წინააღმდეგ“, პრესკონფერენცია გაიმართა.  

გოჩა გამსახურდიას რუსეთის ტერიტორიაზე 2012 წლის 2 აპრილიდან დაკარგული ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ადგილსამყოფელი მისთვის დღემდე უცნობია. მიუხედავად გოჩა გამსახურდიას არაერთი მიმართვისა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოებისადმი, ისინი უარს აცხადებენ მისი ცოლ-შვილის ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე. 

„მე ჩავფრინდი მოსკოვშიც, დავწერე განცხადება, მაგრამ არანაირი ყურადღება არ მომაქციეს და არც გამოძიება დაწყებულა, როგორც ვიცი. ამის შემდეგ მივმართე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ სახალხო დამცველს. მნიშვნელოვანია, რომ მე და ჩემს მეუღლეს ოჯახური კონფლიქტი არ გვქონია. ჩემს მეუღლეს ადრე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, 8 თვე იწვა საავადმყოფოში  გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით და მაქვს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს დაავადება კვლავ დაუბრუნდა და სწორედ ამის გამოა, რომ დღეს მე მათი ადგილსამყოფელი არ ვიცი.  მე ვფიქრობ, რუსეთის უშიშროება დგას ამ საქმის უკან“ - ამბობს გამსახურდია.

2012 წლის მაისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გააგზავნა რუსეთის ფედერაციაში და მოითხოვა, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია, საქართველოს შესაბამისი უწყებებისათვის, გოჩა გამსახურდიას ოჯახის ადგილსამყოფელის თაობაზე.  თუმცა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობითი უარი განაცხადა მათი ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე, მიზეზად კი დაასახელა, რომ გოჩა გამსახურდიას მეუღლეს არ სურდა მისი საცხოვრებელი ადგილის გამჟღავნება მეუღლისათვის. 

2013 წლის 26 მარტს  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, განმცხადებელ გოჩა გამსახურდიას სახელით, სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის, თამარ ავალიანის თქმით,  სარჩელი შეეხება ევროკონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების რამდენიმე მუხლის დარღვევას.  რუსეთის ფედერაციის მიერ დაირღვა ევროკონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, მეუღლეთა თანასწორობის პრინციპი, წამების აკრძალვა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშალების უფლება: „ვთხოვთ, შესაბამის ორგანოებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესდნენ ამ საქმით და დაადგინონ გოჩა გამსახურდიას ოჯახის ადგილსამყოფელი,“  - აღნიშნა პრესკონფერენციაზე თამარ ავალიანმა. 

„ეს საქმე სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია რადგან უხეშად ირღვევა საქართველოს მოქალაქის უფლებები და საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს ძალა რომ მისი უფლებები დაიცვას. ბატონი გოჩა ეჭვობს რომ შესაძლოა თავის ისტორიაში გადამწყვეტი გავლენა მოახდინა რუსეთის სპეცსამსახურებმა, რაც არის გამოსაძიებელი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლებლობის ფარგლებში გამოიძიოს აღნიშნული საქმე და გამოიკვლიოს მნიშვნელოვანი დეტალების მოკვლევა“ - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

ახალი ამბები