კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთში საბავშვო ბაღის 30 თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყდა, საფეხბურთო კლუბს კი 85 ათასი ლარი გამოუყვეს

13 ნოემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

Humanrights.ge–სთვის ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღებში ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს ხელშეკრულება შეუჩერდათ და 30 ადამიანი უსამსახუროდ დარჩა. ისინი ჩვენთან საუბარში არ მალავენ უკმაყოფილებას და გარკვეული პრეტენზიებიც აქვთ რაიონის ხელისუფლებასთან. მათი თქმით, მაშინ, როცა საფეხბურთო კლუბისთვის ბიუჯეტიდან უკვე მესამედ გამოიყო თანხა, უსამართლოა მათი სამსახურიდან დათხოვნა და უმუშევართა რიგებში ჩარიცხვა. 

Humanrights.ge–მა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილს სთხოვა:„მათი პრეტენზიები აბსოლუტურად სამართლიანია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თუკი კლუბს ამ ეტაპზე ვერ მივცემდით თანხას,  მის არსებობას საფრთხე შეექმნებოდა. მე ვიცი, რომ ეს გამოსავალი არაა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ძალ–ღონეს არ ვიშორებთ იმ 11 ათასი ლარის მოსაძიებლად, რაც ხსენებული 30 ადამიანისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე ხელშეკრულების გასაფორმებლადაა საჭირო. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, თუკი ეს ვერ მოხერხდა, ისინი მომავალი წლის იანვრიდან აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, – აღნიშნა გიგინეიშვილმა.

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას“ მიმდინარე წლის  ბიუჯეტიდან უკვე მესამედ დაუმატეს თანხა, ამჟამად 85 ათასი ლარის ოდენობით. ამირან გიგინეიშვილის თქმით, აღნიშნული თანხით ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება დაიფარა: „შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ლიგის გუნდზე პირველად გავეცით თანხა, თუმცა კლუბის არსებობისათვის წელს ბიუჯეტიდან თანხა უკვე მესამედ გამოიყო. აქამდე პირველ ლიგაში თამაშის დროს წარმოშობილ დავალიანებებს ვფარავდით,“ – განუცხადა Humanrights.ge–ს ამირან გიგინეიშვილმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ბანკიდან აიღო ვალი კლუბის დავალიანების დასაფარავად და ამ ვალის პროცენტებს დღემდე იხდის: „წელსაც უნდა აგვეღო ვალი, მაგრამ ბანკებმა უარი გვითხრეს, რადგან არჩევნების გამო, ვალის მიმღები მუნიციპალიტეტი კი არა, უშუალოდ კლუბი უნდა ყოფილიყო, კლუბს კი ბანკები არ ენდნენ, თუმცა არსებულ საბანკო დავალიანებას დღემდე ვიხდით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რაც საბოლოო ჯამში ნახევარი მილიონი ლარია“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალი ამბები