კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეს დაღუპულ მოქალაქეთა საქმესთან დაკავშირებით

15 ნოემბერი, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გადახედოს ვარდების რევოლუციის წინა დღეს - 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვეთილია და ცნობილია სავარაუდო დამნაშავე პირები და საქმის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება. ამ ათი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოითხოვა დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში სამართალდამცველი უწყებები ამ საქმის გახსნით დაინტერესებულნი არ იყვნენ, რათა არ შებღალულიყო 2003 წლის ნოემბრის „უსისხლო რევოლუციის“ სახელი. 

2003 წლის 22 ნოემბერს, ქ. რუსთავის მხრიდან ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის სწრაფი რეაგირების სამმართველოს “დ” დანაყოფის დაქავემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება - ე. წ. ბეტეერი #004, რომელსაც მართავდა აღნიშნული დანაყოფის ჯავშანტექნიკის ჯგუფის მძღოლ-მექანიკოსი ავთანდილ მამალაძე. დაახლოებით 18 საათსა და 25 წუთზე, გორგასლის ქუჩაზე ჯავშანტრანსპორტიორი საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავ, დავით საყვარელიძის მართვის ქვეშ მყოფ „ბმვ“-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანას შეეჯახა. 

ავტომანქანაში მჯდომი ეთერ წულიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავით საყვარელიძე კი მოთავსდა ქ. თბილისის # 1 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 2003 წლის 24 ნოემბერს. მანქანაში მყოფმა ბავშვებმა - სოფო წულიაშვილმა და ბადრი წულიაშვილმა კი მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. 

2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს შშს ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა # 1003544 სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით.  

მიუხედავად საქმეზე წარმოებული წინასწარი გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევებისა და კანონის მოთხოვნათა უგულველყოფის მიუხედავად დაზარალებულ მარიამ საყვარელიძეს  მთელი 9 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ბრძოლა, რათა საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება. შიდაეროვნულ ინსტანციებში დავის ყველანაირი შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ და სხვა გაჭიანურებული საქმეების გამოძიება ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარ პროკურატურას 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მოსთხოვა, საქმის გასახსნელად ახალარჩეული პარლამენტისა და მთავრობის პირობებშიც არაფერი გაკეთებულა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მიმართავს ახალარჩეულ პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და მომავალ მთავარ პროკურორს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და წერტილი დაუსვან საქმეს, რომლის გახსნა, დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები