კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაფიცვა შედეგით დასრულდა - რკინიგზელთა მოთხოვნები შესრულდება

15 ნოემბერი, 2013
 
Humanrights.ge

„საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა გაფიცვა 14 ნოემბერს, გვიან ღამით შეწყდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა და  რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამის დასტურად მხარეებს შორის ოქმიც გაფორმდა, რითაც რკინიგზის ამდინისტრაციამ პროფკავშირის სამი მოთხოვნის შესრულების პირობა ოფიციალურად, წერილობით დადო.

დაახლოებით 2000–ზე მეტი რკინიგზელი 14 ნოემბერს დილით გაიფიცა. მათ მოთხოვნები რკინიგზის ადმინისტრაციას ჯერ კიდვე ერთი თვის წინ წაუყენეს, მაგრამ რკინიგზის დეპარტამენტიდან მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. რკინიგზელები პროტესტის ერთადერთ მიზეზად სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ასახელებდნენ. 

მოლაპარაკების შედეგად, პრობლემის დასაქმებულების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემდეგ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ რკინიგზელებს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში შესრულდება მათი მოთხოვნები: ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურება, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი და პრემიალური სისტემა რკინიგზის ამდნისტრაციის დაპირებით. მისივე თქმით, რკინიგზის ხელმძღვანელობასთან სამივე საკითხზე შედგა შეთანხმება. 

„საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური დირექტორმა, ირაკლი ტიტვინიძემ კი განაცხადა, რომ პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონტრუქციული დიალოგი შედგა.  

„საუბრისას გამოირიცხა ყოველგვარი რადიკალური მოთხოვნები და შეთანხმება მიღწეულია რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე. ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე“, - აღნიშნა ირაკლი ტიტვინიძემ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, რკინიგზელთა გაფიცვას მოჰყვა მნიშვნელოვანი შედეგები და მისასალმებელია ადმინისტრაციის ნაწილის დამოკიდებულება აღნიშნულ ფაქტთან მიმარტებაში. 

ამჟამად რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დაპირებების შესრულების მოლოდინშია და გაჩნდა კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების დადების იმედიც. 

ახალი ამბები