კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დასრულდა

15 ნოემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთი ქობულეთის ოლქის #65 უბანი გაუქმდა. ამის გამო არც ერთ კომისიის წევს, ფულადი ჯარიმა არ დაკისრებია. მხოლოდ ბათუმის ოლქში სამ უბნის კომისიის წევრს 10 დღის ხელფასი დაექვითება.

27 ოქტომბრის არჩევნები აჭარაში საჩივრების სიუხვით არ გამოირჩევა. არც ერთი საჩივარი არ განუხილია შუახევის ოლქს. ოლქის თავმჯდომარის, თამაზ ტაკიძის განცხადებით, არც მათთან და არც უბანზე საჩივარი დაწერილა.

ხულოს ოლქში კი, მხოლოდ ერთი საჩივარი განიხილეს, რომელიც არასამთვარობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა დაწერა. როგორც ოლქის თავმჯდომარე ნოდარ მელაძე აცხადებს, დამრღვევს გაფრთხილება მიეცა: „სოფელ ვაშლოვანის უბანზე რეგისტრატორის უყურადღებობით, ამომრჩეველს სამაგიდო სიაში ხელი არ ჰქონდა მოწერილი: თვითონ რეგისტრატორის ხელმოწერა იყო გაკეთებული. ამაზე კომისიას ოქმიც ჰქონდა შედგენილი“.

ხელვაჩაურის ოლქში სულ 8 საჩივარი განიხილეს. მათგან 5 საჩივარი ოლქში უბნებიდან შევიდა. ოლქის თავმჯდომარის, ომარ ვარშანიძის განცხადებით, ორი საჩივრის გარდა,  დანარჩენი საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: „იყო საჩივრები წილისყრისას ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით, ასევე, შემაჯამებელ ოქმზე ერთ ნაკვეთურიან ბეჭედთან დაკავშირებით, ხოლო 27-ე უბანზე, კომისიის წევრმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი არჩევანი, რაც კანონდარღვევა იყო. შესაბამისად, მათ მიეცათ შენიშვნები“.

ქობულეთის ოლქში 16 საჩივარი განიხილეს, რომელთა ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. ოლქის თავმჯდომარე კომისიის მუშაობას მაინც დადებითად აფასებს: „ერთ-ერთ უბანს, შემაჯამებელ ოქმზე ბეჭდის დაავიწყდა. ჩვენ მოვიწვიეთ სხდომა,  ხელახლა გადავთვალეთ ხმები. ყველაფერი სწორად იყო, გარდა ამ ბეჭდისა. უბრალოდ, უყურადღებობის ბრალი იყო.“

ქობულეთის ოლქში #65 უბნის მონაცემები გაუქმდა. გაუქმების მიზეზი საკონტროლო ფურცლის არასრულად შევსება გახდა: „აღნიშნულ უბანზე მხოლოდ გადასატანი ყუთი იყო, უმისამართოების უბანია. არასრულად შევსებული საკონტროლო ფურცლის გამო, უბნის მონაცემები გაუქმდა. კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს მიეცათ გაფრთხილება“, აღნიშნა ქობულეთის ოლქის თავმჯდომარემ, გელა ხახნელიძემ.

ქედის ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის განცხადებით, შესული საჩივრების ოდენობა 5-ია: „ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. ყველა მათგანი დაკმაყოფილდა. დამღვევებს დისციპლინალური პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ეს დარღვევებიც კომისიის წევრების სიჩქარით იყო გამოწვეული. საკითხის არცოდნას ვერ ვიტყვი, რადგან სამჯერ ტრენინგი ჩაუტარდათ“.

სხვა ოლქებისაგან განსხავებით, 23 საჩივარი შევიდა ბათუმის ოლქში. როგორც ოლქის თავმჯდომარე, კახაბერ ჯაიანმა აღნიშნა, საჩირებიდან რამდენიმეს დაკმაყოფილდა: „დარღვევები იყო პროცედურული. განხილული საჩივრებიდან მე-2 და 97-ე და 21 უბნის კომისიის რამდენიმე წევრზე ხელფასის 10 დღე დაექვითებათ. სამართლიანმა არჩევნებმა გაასაჩივრა  3 გადაწვეტილება რომელიც 2. 5 და 21 უბნებთან დაკავშირებით ოლქმა მიიღო. სასამართლომ მათი თავიდან განხილვა დაგვავალა. მე-5 უბანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უცვლელი დავტოვეთ“. 

მიღებული ხმების მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის 6-ვე ოლქში გაიმარჯვა. მან ხმების ყველაზე მეტი ოდენობა აჭარის ფარგლებში, ქობულეთის ოლქში აიღო _ 60, 76%, ხოლო ყველაზე დაბალი _ შუახევის ოლქში _ 54, 34%. გამარჯვებულ კანდიდატს შუახევის ოლქის 4 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მიღებული ხმების ოდენობით აჯობა. 

ახალი ამბები