კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრები პროტესტის უმაღლესი ფორმით იმუქრებიან

15 ნოემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების, ე.წ. გეგუთის კოლონიაში პატიმრები პროტეტსტის უმაღლესი ფორმით იმუქრებიან. საქმე ეხება 300-მდე პატიმარს, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის არიან გასამართლებული და რომლებსაც ამნისტია ნაწილობრივ შეეხოთ.

მსჯავრდებულები საკუთარი საქმეების გადახედვას მოითხოვენ და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტის წევრებს თხოვენ გადაიხედოს მათი საქმეები.
სააგენტო topnews.ge-ს ინფორმაციით, პატიმრებმა აღნიშნული მოთხოვნით წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გაუგზავნეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით humanrights.ge სახალხო დამცველის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს მადონა ბასილაძეს დაუკავშირდა.

„ინფორმაციის დონეზე ვიცი ეს ამბავი, თუმცა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის მე-2 საპყრობილეში ვიმყოფებოდით და მეტს ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ბასილაძემ humanrights.ge-სთან საუბარში.  

ახალი ამბები