კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

22 ნოემბერი, 2013
 
სოფიო კუპატაძე, იმერეთი

20 ნოემბერს ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება - „მან ეს ბავშვებისთვის გააკეთა“ გამართა. კონკურსში სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული იმერეთის საჯარო სკოლების  მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონკურსზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები სხვადასხვა ცნობილ თუ უცნობ ადამიანებზე, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბავშვთა უფლებათა დაცვის კუთხით. სამი წარმატებული პრეზენტაცია კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში სახალხო დამცველის რეგიონული რწმუნებული, მედიის, ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახურის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ.

 „საინტერესო ღონისძიება იყო. ჭკვიანი და საინტერესო ბავშვები არიან. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის, რათა ისინი მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, სახალხო დამცველის რეგიონულმა რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ.

ახალი ამბები