კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი: საქართველომ გაეროს რეკომენდაციების უმეტესი წილი გაითვალისწინა

28 ნოემბერი, 2013
 
www.ombudsman,ge 

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში და კმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საქმეში საქართველომ გაეროს რეკომენდაციების უმეტესი წილი გაითვალისწინა. 

2013 წლის 15 ნოემბერს „UPR Info“-მ საქართველოს მიერ რეკომენდაციის შესრულების შუალედური შეფასება გამოაქვეყნა. მომზადებულ ანგარიშში გაანალიზებულია 133 რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე სრულად ან ნაწილობრივ რეკომენდაციების 75% აქვს შესრულებული. 

ადამიანის უფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ ძირეულ პრინციპს წარმოადგენს და ამ კონტექსტში, საქართველოსთვის სწორედ ეს რეკომენდაციები უნდა გახდეს საფუძველი ადამიანის უფლებების სფეროში პოლიტიკის შესამუშავებლად და განასახორციელებლად. 
  
UPR-ის სამუშაო ჯგუფში საქართველოს განხილვა 2011 წლის 28 იანვარს მე-9 სხდომაზე გაიმართა. მიღებული 163 რეკომენდაციიდან საქართველომ 96 რეკომენდაცია გაითვალისწინა. თავის წერილობით პასუხში, რომელიც სამუშაო ჯგუფის ანგარიშს ერთვის დანართი 1-ის სახით, საქართველომ დამატებით განხილვისთვის მიიღო მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოდგენილი 62-დან 43 რეკომენდაცია. 

სახალხო დამცველი რეკომენდაციის შესრულებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ შეუსრულებელ ან ნაწილობრივ შესრულებულ რეკომენდაციებს შორის მოხვდა ბევრი ისეთი საკითხი, რომელთა მნიშვნელობაზეც სახალხო დამცველმა, მის საპარლამენტო ანგარიშებსა თუ რეკომენდაციებში, არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. მათ შორის არის შემდეგი კონვენციების რატიფიკაცია: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის“ კონვენცია; „იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის“ კონვენცია; „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენცია „დედობის დაცვის“ შესახებ. 

ასევე, შეუსრულებელი რჩება რეკომენდაციები უსახლკარო პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან; დამოუკიდებელ და ეფექტურ გამოძიებასთან; შრომის,  ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრულ ეროვნულ პოლიტიკასთან; თუ ე.წ. სადავო რელიგიური ნაგებობების ისტორიული მფლობელებისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

* * * 
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნიკალურ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად მიმოიხილება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა გაეროს წევრ 193 ქვეყანაში. 

UPR ყველა ქვეყნის მიმართ თანაბარ მიდგომაზე დაფუძნებული მექანიზმია რომელიც, ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, აწარმოონ ანგარიშგება ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაწეულ საქმიანობებზე და იმსჯელონ არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ოთხნახევარ წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა, ამ ინტერვალის შემცირების მიზნით, ჟენევაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, „UPR Info“ განხილვიდან ორ ნახევარ წელიწადში რეკომენდაციების შესრულების შუალედურ შეფასებას აქვეყნებს. ანგარიშის მეთოდოლოგიის მიხედვით, რეკომენდაციების პროგრესის შეფასება ხდება სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს „upr info“-სთან. 

ახალი ამბები