06:55, Sunday, 15.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საყდრისში გამოსატუტი მოედანი უნებართვოდ აშენდა

29.11.2013

 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

საყდრისში გამოსატუტი მოედნის აშენებაზე ნებართვა არავის გაუცია, თუმცა მოედანი მაინც ფუნქციონირებს. ამ საკითზე ინფორმაცია გარემოსდამცველა ორგანიზაციებმა გარემოს დაცვის სამინიტსროს ინფრომაცია  აგვისტოში მიაწოდეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და გამოსატუტი მოედანი ისევ  ფუნქციონირებს. 22 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროში საყდრისის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე ,, მწვანე ალტერნატივა“ სწორედб აღნიშნულ საკითხზე განმარტებებას ითხოვდა

კითხვას, რატომ არ ახდენს სამინისტრო რეაგირებას ნებართვის გარეშე აშენებულ გამოსატუტ მოედანზე -  უწყების გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი გაოცებით ხვდება: „ჩვენ დავუკავშირდით ზედამხედველობის სამსახურს. გვითხრეს, რომ ჩავლენ ადგილზე გაეცნობიან არსებულ სიტუაციას და დააჯარიმებენ კომპანიას. რაც შეეხება ჩვენ დეპარტამენტს, ნამდვილად არაფერი ვიცოდით აღნიშნული მშენებლობის შესახებ“, - აცხადებდა შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი, თამარ შარაშიძე.

გამოსატუტ მოედანზე ოქროს მოპოვებისთვის  ქანების ციანიდებით დამუშავება ხდება. გარემოსდამცველების თქმით, ამ პროცედურამ შესაძლოა საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს გარემოს. 

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამინისტროს სამსახურებს შორის საჭირო კომუნიკაცია არ არსებობს. ამის თქმის საფუძველს კი ზედამხედველობის სამსახურში აგვისტოს ბოლოს მიწერილი წერილი აძლევთ. ,,მწვანე ალტერნატივა“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ აგვისტოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ექსპედიციით შეიტყვეს, რომ RMG-იმ გამოსატუტი მმოედნის მშენმებლობა დაიწყო: „ ჩვენ აღნიშნულთან  დაკავშირებით მივწერეთ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. პასუხად მივიღეთ, რომ წერილი გადაეგზავნა ზედამხედველობის სამსახურს. შემდეგ მივმართეთ სექტემბრის შუა რიცხვებში უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურს, გვაინტერესებდა შეაჩერეს, თუ არა აღნიშნული მშენებლობა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. გასულ კვირას კი უშუალოდ  მინისტრს მივწერეთ და საბოლოოდ ინფორმაციის მიღება მაინც ვერ შევძელით“, - საუბრობს, გუჯარაიძე. ის ამბობს, რომ სამინისტროს მეტი ყურადღება მართებდა აღნიშნული საკითხის მიმართ, რადგან მადნის ტექნოლოგიური დამუშავება არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი გარემოსთვის.

,,მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ RMG უნებართვოდ აშენებული ობიექტისთვის უნდა დაჯარიმდეს და მოგვაინებით აღნიშნული მოედნის ექსპლუატაციისთვის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ის ალეტერნატიული ფორმა, რომელიც ყველზე ნაკელებად დააზიანებს გარემოს: ,, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ის კი არ უნდა იყოს კომპანიისთვის ეკონომიკურად რა არის მომგებიანი, არამედ  სამინისტრომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ გარემოს მაქსიმალურად ნაკლები ზიანი და რისკები შეუქმნას“, - აცხადებს ,,მწვანე ალტერნატივა“-ს“ აღმასრულებელი დირექტორი.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC