კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორელებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა დაიწყო

3 დეკემბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი ახალგორიდან

ახალგორელებში დევნილის სტატუსის ჩამორთმევის პროცესმა სტარტი უკვე აიღო. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც თავად ახალგორელებმა მოგვაწოდეს, დევნილის სტატუსი ახალგორელთაგან 300-მდე პირს აქვს შეჩერებული. ამის შესახებ სწორედ ახალგორში საუბრობენ და არაოფიციალურ საუბრებში წეროვანშიც (სადაც ახალგორელები დევნილებად ცხოვრობენ) გვიდასტურებენ.
  
არც დევნილთა სამინისტრო და არც ახალგორის გამგეობა ამ დრომდე ზუტს ციფრს არ ასახლებეს, თუ რამდენ პირს შეუჩერდა ახალგორელთაგან დევნილის სტაუსი. როგორც თავად ამბობენ, ამჯერად თავს იმიტომ იკავებენ, რომ დევნილთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ გრძელდება. 

“დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის დროს,   ვისზედაც ეჭვი ეპარებოდათ, ნამდვილად იყო თუ არა დევნილი, მოდოდა შეკითხვები. სამინისტრო ითხოვდა იმის დაზუსტებას,  იყო თუ არა კონკრეტული პირი ახალგორის რაიონის მუდმივი მცხოვრები. ამას ტერიტორიული ორგანოს მიხედვით ვარკვევთ. მაგალითად, თუ პირს უწერია საბუთებში, რომ დაბა ახალგორიდან არის, მასზე ინფორმაციას დაბა ახალგორის რწმუნებულს ვაწვდით; თუ იკოთელია (ახალგორის რაიონის სოფელი), იკოთის რწუნებულს ვეკითხებით. მათ უნდა დაადასტურონ, მართლაც ცხოვრობდა თუ არა პირი 2008 წლის ომამდე ახალგორში. ასეთი შეკითხვების რწმეუნებლებთან გადაგზავნის შემდეგ, ბევრ შემთხვევაში მათგან უარყოფითი პასუხები მოდიოდა. ანუ მათი პასუხი იყო, რომ პირი მუდმივად 2 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონში. ამის საფუძველზე მოხდა სტატუსის შეჩერება,” - ამბობს ჩვენთან საუბარში ახალგორის გამგებელი ზურაბ გათენაშვილი. 

რამდენს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი - ამაზე გათენაშვილის თქმით, ჯერ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. 28 ოქტომბრამდე იყო კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების რეგისტრაცია. დანარჩენების ახლა გრძელდება და 27 დეკემბრამდე გასტანს. 

როგორც გათენაშვილი აღნიშნავს, ძირითადად უკანონოდ გაცემული ცნობები გამოვლინდა. საუბარია იმ ცნობებზე, რომლებსაც ახალგორის გამგეობა და რწმუნებულები გასცემდნენ ამა თუ იმ პირზე, იმის დასტურად, რომ ის ნამდვილად ახალგორელია. ამ ცნობის საფუძველზე პირი დევნილისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს ან ფულად კომპენსაციას იღებდა.

სწორედ ამ დოკუემნტის საფუძველზე მოხდა პირზე არასწორად დევნილის სტატუსის მინიჭება და შემდეგ მასზე კოტეჯის ან კომპენსაციის გაცემა. მართალია, დევნილის სტატუსის ჩამორთმევა დაიწყო, მაგრამ იმ პირთა პასუხისგება, რომელებმაც არასწორად გასცეს ცნონები, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.   

ახალგორში იმის მოლოდინში არიან, რომ წეროვანში, წილკანსა თუ ფრეზეთში, სადაც ახალგორელები არიან ჩასახლებულები, მალე კოტეჯების ჩამორთმევაც დაიწყება. 

ახალგორის გამეგებლი განმარტავს, რომ თუ კოტეჯში 5 ადამიანია და ამ 5-დან 2-ს ან მარტო 1-საც აქვს დევნილის სტატუსი, ასეთებს პრობლემა არ შეექმებათ და კოტეჯიც არ ჩამოერთმევათ; თუ კოტეჯში მცხოვრებ პირებიდან არც ერთს აქვს დევნილის სტატუსი და თანაც კოტეჯი დასაკანონებელია, მაშინ კოტეჯი ჩამოერთმევა და შეუშვებენ იმას, ვისაც აქვს დევნილის სტატუსი. 

ამ დრომდე კოტეჯი ჯერჯერობით არავისთვის ჩამოურთმევიათ. ამჟამად სწორედ იმის კვლევა მიდის, რეალურად ვინ ცხოვრობს კოტეჯში. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წეროვანში დაკანონებელია 905 კოტეჯი, დასაკანონებელი 579. ცნობისათვის, წეროვანში 2 000 კოტეჯიდან ახალგორელებს დაახლოებით 1600 კოტეჯი უჭირავთ, დანარჩენებში ლიახვის ხეობის დევნილები ცხოვრობენ. წილკანში კოტეჯების დაახლოებით 40%-ია დაკანონებული, ფრეზეთში კი, 50%.  

ახალგორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან წეროვნის,ფრეზეთისა და წილკნის დევნილთა დასახლებაში დარჩენილი დასარეგისტრირებელი კოტეჯების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო, რაც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელ კოტეჯებში განთავსებული მოსახლეობის ზუსტ აღწერას  ითვალისწინებს. 

ახალი ამბები