კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზიანის 8 თვის წინ ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლები, კვლავ დახმარების მოლოდინში არიან

2 დეკემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გაზაფხულზე ვაზიანის დასახლებაში ხუთსართულიანი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. არავინ დაშავებულა, თუმცა 20 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მაშინ კორპუსის მაცხოვრებლებს თავდაცვის სამინისტრომ კარავი მისცა და ყოველდღე საკვებით უზრუნველყოფდა. კორპუსის ჩამონგრევიდან 8 თვე გავიდა. Humanrights.ge  დაინტერესდა დაზარალებული მოქალაქეების მიმართ გამოიჩინა, თუ არა ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება. აღმოჩნდა რომ ამ მოქალაქეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

ვაზიანის დასახლებაში მისულებს ჩამონგრეული კორპუსისი წინ კვლავ კარავი გვხვდება. კარავში ჩვენი მასპინძელი ხვიჩა გოგია ცხოვრობს. ამბობს, რომ მის გარდა აქ, 8 თვეა კიდევ ექვსი ადამიანი ცხოვრობს: ,, კორპუსისი ჩამონგრევის შემდეგ დაგვეხმარნენ ერთჯერადად 300 ლარით, ასევე თავდაცვის სამინისტროს 5 თვის განმავლობაში მოქონდა ჩვენთვის საკვები, უკვე 3 თვეა არ გვაკითხავენ. არავითარი ყურადღება არ გვაქვს გარდაბნის გამგეობის მხრიდან. გაუსაძლის პირობებში ვართ, ვერ ვანთებთ შეშის ღუმელს, რადგან კარავი ბრეზენტისაა და გვითხრეს, რომ არ შეიძლება. ალტერნატიულ ფართს არავინ გვთავაზობს“, - საუბრობს, ჩამონგრეული კორპუსისი  ყოფილი ბინადარი, ხვიჩა გოგია და ამატებს, რომ მას, ისევე როგორც ვაზიანის სამხედრო დასახლების სხვა მაცხოვრებლებს ბინა პრივატიზებული არ ჰქონდა. ,,ჩვენი შემოსახლება სპონტანურად ხდებოდა. ბინებს ცლიდნენ რუსი სამხედროები, გადიოდნენ და ჩვენ შემოვდიოდით. ახლა, უკვე ყველანი ოფიციალურად დავრეგისტრირდით გარდაბნის რაიონში, თუმცა ადგილობრივი გამგეობას ჩვენთვის არ სცალია. ახალი გამგებელი ერთხელაც არ მოსულა ჩვენი მდგომარეობის სანახავად“, - დასძენს, გოგია.

მისგან განსხვავებით კარავში, ან ახლობელთან ცხოვრებას, კვლავ ნახევრად ჩამონგრეულ კორპუსში შესვლა არჩია მარო აბულაძემ:  „აქ, მე, ჩემი რძალი და ორი სკოლის მოსწავლე შვილიშვილი ვცხოვრობთ. ძალიან მეშინია, რომ ჩამოინგრეს ეს დანარჩენი ნაწილი, მაგრამ სადამდე უნდა ვყოფილიყავით ნათესავებთან. ჩემი ვაჟი არის სამხედრო. ახლახანს ჩამოვიდა ავღანეთიდან და მალე კვლავ წავა. თავდაცვის სამინისტრომ  აქვე, ყოფილი ფოსტის შენობაში 4 ოთახი მოგვცა, მაგრამ ვერ გადავედით, რადგან არ იყო საპირფარეშო, წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია - ჩვენ ამ ყველაფრის გაკთების საშუალება არ გვაქვს“, - საუბრობს აბულაძე.

კიდევ ერთი მაცხოვრებელი აღნიშნული დანგრეული კორპუსისა იქვე, ავტოფარეხში ცხოვრობს. ლიანა გიგაური ამბობს, რომ კორპუსისი ჩამონგრევის შემდეგ 300 ლარი მისცეს და ეს იყო მისი ერთადერთი დახმარება. გვთხოვს მთავრობას მივაწვდინოთ მისი გასაჭირი: ,, მოგვხედონ როდემდე ვიცხოვროთ ამ ავტოფარეხში? “, - გვეკითხება 72 წლის ქალბატონო. 

ვაზიანის ნახევრად დანგრეული კორპუსის  სხვა მაცხოვრებლები სხვადასხვა უწყებებმა დააკმაყოფილეს. ვინც დევნილი იყო, დევნილთა სამინისტრომ დააბინავა, სამხედროების ოჯახების ნაწილს კი, მათთვის მისაღები ალტერნატიული ფართი თავდაცვის სამინისტრომ გამოუნახა. უბინაოდ დარჩნილი ოჯახები კი, რომლებსაც ჩვენ ვსტუმრობდით დახმარებას გარდაბნის გამგეობას სთხოვენ. 

გარდაბნის გამგეობაში კი წუხილი გამოხატეს უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეებზე, მაგრამ განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს არ აქვს საბინაო ფონდი და მათი დახმარება არ შეუძლია. 

მსგავს თემაზე: ვაზიანის დასახლება - უსახლკაროდ დარჩენილები და ცოცხლად დამარხვის საფრთხის წინაშე მდგარი ოჯახები

ახალი ამბები