კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ ცნო

5 დეკემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

სააპელაციო სასამართლომ ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასა და სერჟანტ ალექსანდრე გორგაძეს კი,  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენის მიუხედავად, ახალაია კვლავ საპატიმროში რჩება, რადგან მის წინააღმდეგ წარმოებულ მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე  მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამრთლის საქმეთა პალატამ, მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი საქალაქო სასამართლოს მიერ 1 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შესახებ. სასამართლომ ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი კვლავ უდანაშაულოდ ცნო, ზურაბ შამათავასა და ალექსანდრე გორგაძეს კი 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და 9 თვის ვადით შეეზღუდათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ვაზიანისა და სენაკის ბრიგადაში სამხედროების წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ბიზნესმენ ზვიად აბესაძის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თავისფლების უკანონოდ აღკვეთას და პირის ცემის ფაქტს ეხება. 

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ სამივე ბრალდებაში, რომელიც სამსახურებრივი უფლემაბოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანანონოდ აღკვეთასა და წამებას შეეხებოდა, უდანაშაულოდ ცნო. ასევე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე ვაზიანისა და აბესაძისთვის თვისუფლების აღკვეთის ეპიზოდებში. ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი სენაკის ეპიზოდთან მიმართებაში და მას 3 თვის ვადის სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა დაეკისრა, თუმცა 2012 წელს მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე, იგი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა. 

სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო, სენაკის მე-2  ქვეითი ბრიგადის მეთაური, მერაბ კიკაბიძე და სასჯელაღსრილების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები, გაგა მკურნალიძე, გიორგი კინწურაშვილი და მანუჩარ დარასელია. 

სასამართლომ მხოლოდ სერჟანტ ალექსანდრე გორგაძეს და ვაზიანის ბრიგადის მეთაურს, ზურაბ შამათავას შეუფარდა პატიმრობა. სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მათთვის წაყენებული ბრალდება სასამართლომ გადააკვალიფიცირა 333-ე მუხლის მე-3 ნაწილად, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას მოიცავს. გორგაძეს და შამათავას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით თანამდებობის დაკავების შეზღუდვა მიესაჯათ, თუმცა ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ მათ 3 წელი და 9 თვე პატიმრობა განესაზღვრა და 9 თვის ვადით შეეზღუდათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. 

შეგახსენებთ, რომ ახალაიას წინააღმდეგ მე-2 საქმეზე, რომელიც 7 სპეცრაზმელის იალღუჯის პოლიგონზე წამებას შეეხებოდა, სასამართლომ ყოფილი მაღალჩინოსანი გაამართლა. ხოლო,  ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა  ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შეიწყალა. 

ახალი ამბები