კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი თოთლაძის კანდიდატურა განიხილება

9 დეკემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი თოთლაძის კანდიდატურა განიხილება.  თოთლაძის დანიშვნა ერთ–ერთი მთავარი თემაა ადგილობრივ მედიაში. ,,შიდა ქრთლის საინფორმაციო ცენტრი“ ყურადღებას გუბერნატორობის კანდიდატის სანათესაოზე ამახვილებს და წერს რომ გიორგი თოთლაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს (ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის)  სამმართველოს უფროსის მიხეილ კანდელაკის სიძეა. მას გასულ წლებში შსს დაქვემდებარებულ უწყებებში შიდა ქართლის რეგიონში სხვდასხვა თანამდებნობაზე ხელმძღვანელის პოტი ეკავა. 

რაც შეეხება თავად გუბერნატორობის კანდიდატს, მასზე მწირი ინფორმაციაა, ცნობილია მხოლოდ ის რომ აქტიურ სპორტს მისდევდა ჭიდაობის განხრით. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა  ,,ქართული ოცნების“ ქარელის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით იწყება.

თოთლაძის კანდიდატურას  გუბერნატორის პოტზე ადგილობრივ სახელისუფლებო, წრეებში უკვე ადასტურებენ, თუმცა დახასიათებისგან თავს იკავებენ.  გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად ინანგურაციის შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურამ ჩხეიძე გადადგა, ზურაბ ჩხეიძეს მსგავსად ახალ პრეზიდენტთან და გუბერნატორთან მუშაობის გაგრძელება არ ისურვეს  მისმა  ორმა  მოადგილემ  ბადრი ბასიშვილმა და ალექსანდრე გოგლიძემ. გუბერნატორის მოვალეობას კი,  ახალის დანიშვნამდე  პირველი მოადგილე თენგიზ გოგიაშვილი ასრულებს. 

,,რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციის დებულების მიხედვით ამჟამად გუბერნატორის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე თენგიზ გოგიაშვილი, ორმა მოდგილემ თანამდებობა დატოვა დანარჩენი თანამშრომლები ჩვეულ რიტმში მუშაოებენ, ამჟამად 47 თანამშრომელი მუშაობს აქედან 22 სამაშველო სამსახურშია დასაქმებლი“ - აცახდებს გუბერნატორის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი.

მთავრობის დამტკიცებული  დებულების მიხედვით რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის რეორგანიზაციაა მოსალოდნელი,  თანამშრომლები არ გამორიცხავენ რომ სამსახურების გაერთიანება მოხდეს და რამდენიმე მათგანის გათვისუფლებაც დადგეს დღის წსრიგში. ამავე დებულების მიხედვით გუბერნატორის ადმინიტრაციაში თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან. სამაშველო სამსახური, რომელიც რწმუნებულ–გუბერნატორს ექვემდებარებოდა,  შშს დაქვემდებარებაში გადადის.
 
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბერს მიღებული დადგენილებით, რომლითაც სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ახალი დებულება დამტკიცდა, საკანონმდებლო რეგულაციები დანიშვნის წესს ცვლის და თუ ადრე რწმუნებულ–გუბერნატორს პრეზიდენტი ნიშნავდა,  ახალი წესის მიხედვით, მთავრობის დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრი აწრს ხელს გუბერნატორის დანიშვნას, ამავე დებულების მიხედვით სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის წინაშე.

ახალი ამბები