კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციები სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და მის შემსუბუქებასთან დაკავშირებით

9 დეკემბერი, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის #151 ბრძანებაში შესატან ცვლილებებს, რომლის მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი დადებითად აფასებს ადგილობრივ საბჭოთა რაოდენობის გაზრდას, რომელიც მოხსნის  ადგილობრივი საბჭოს გადატვირთულობას და ხელს შეუწყობს  მისი  მუშაობის ეფექტურობის გაზრდას. დადებით ცვლილებას წარმოადგენს საბჭოს წევრთა შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილება  და დამატებით, საბჭოს წევრად ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლის არჩევა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდას და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალი ცვლილების თანახმად, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და  პედაგოგის საბჭოს სხდომებზე მოწვევა ხელს შეუწყობს საქმეზე დასაბუთებული და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

მიუხედავად ბრძანებაში შესატანი პოზიტიური ცვლილებებისა, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ  ადგილობრივი საბჭოს ტიპურ დებულებაში სასურველია შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების  კანდიდატურები მინისტრს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს არა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭომ, არამედ თავად არასამთავრობო სექტორმა. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორის ჩართულობას საბჭოს ფორმირების პროცესში და  მათი  დამოუკიდებლობის გაზრდას. 

მიგვაჩნია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ უნდა იქნას სახალხო დამცველის ერთი წარმომადგენელი. 

მიგვაჩნია, რომ საბჭოს შემადგენლობა უნდა ინიშნებოდეს 3 წლის ვადით. წევრთა უფლებამოსილების გაზრდა ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის სტაბილურობას და შეამცირებს  დაინტერესებულ პირთა ზეგავლენას მათ მუშაობაზე. 

ვთვლით, რომ საბჭოს წევრთათვის სავალდებულო პირობად უნდა განისაზღვროს სპეციალური კურსის გავლა პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, მათი ცოდნის მუდმივი განახლებით  უფლებამოსილების პერიოდში. აღნიშნულის საჭიროება მომდინარეობს თავად საბჭოს მიზნიდან, რომელიც ეხება მსჯავრდებულის ეფექტური რესოციალიზაციის ხელშეწყობას.

ჩვენთვის მიუღებელია ტიპური დებულების პროექტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირება, რომლის თანახმადაც, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა  და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის  სასჯელით შეცვლის საკითხი. ვთვლით, რომ სიტყვა ,,უფლებამოსილია“ უნდა შეიცვალოს სიტყვით ,,ვალდებულია“.  დღეს მოქმედი რედაქციითაც, საბჭოს ენიჭება  დისკრეცია - განიხილოს ან არ განიხილოს ზემოაღნიშნული საკითხები, რაც არასწორია. საბჭო ვალდებული უნდა იყოს განიხილოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული  საკითხები და მიიღოს ან დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. გაუმართლებელია დისკრეციის   მინიჭება იმ საკითხზე, რაც საბჭოს  მუშაობის მიზანს და მისი არსებითი კომპეტენციის განხორციელებას  მიეკუთვნება. 

ვთვლით, რომ  თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის  პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის  უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე  შუამდგომლობის ხელახლა განხილვა  სასურველია მოხდეს 4 თვის შემდეგ, ნაცვლად დღეს მოქმედი 6 თვისა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ერთის მხრივ საბჭოს მოქნილობისა და ეფექტურობის გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ მსჯავრდებულებს მიეცემათ შესაძლებლობა უარის მიღებიდან  შედარებით შემჭიდროებულ ვადაში მიმართონ საბჭოს მათი საქმის  ხელახლა განსახილველად. 

ცვლილებით გათვალისწინებულია ასევე დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღება, რაც არასწორად მიგვაჩნია.   სასჯელის  მოხდისაგან მსჯავრდებულის  პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის  უფრო მქუბუქი სახის სასჯელით შეცვლის ინსტიტუტების საფუძველია ის, რომ  თუ მიღწეულია სასჯელის მიზანი და აღარ არის  დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა საჭირო, გათავისუფლდეს/უფრო მსუბუქი სასჯელი შეეფარდოს მსჯავრდებულს.  სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ  დებულების მე-12 მუხლის მესამე პუნქტი არ უნდა იქნას ამოღებული, რადგან სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით  ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას, საბჭოს უპირველესი დანიშნულებაა იმსჯელოს მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი.

მოქმედი ტიპური დებულების მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას  სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზანი მიღწეულია. ცვლილების თანახმად კი, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების  შესახებ. ვთვლით, რომ დებულებაში უნდა აღდგეს მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის რეგულაცია.ვთვლით, რომ საბჭო გადაწყვეტილების მირებისას უნდა ითვალისწინებდეს იმ ფაქტს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, პატიმარი არის თუ არა რესოციალიზებული და მზად არის თუ არა საზოგადოებაში დასაბრუნებლად. 

  ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები