კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხანუქას დღესასწაულზე პლაკატების დაზიანებისთვის დაკავებულ პირებს სასამართლომ 100-100 ლარის ჯარიმა დააკისრა

6 დეკემბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ხანუქას დღესასწაულზე პლაკატების დაზიანებისთვის დაკავებულ პირებს სასამართლომ 100-100 ლარის ჯარიმა დააკისრა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. 

სასამართლომ განიხილა საპატრულო პოლიცის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, ქ. თბილისში "ხანუქას"" დღესასწაულზე პლაკატებისა და ბანერების დაზიანების გამო, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, რის გამოც ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ღია სასამართლო სხდომაზე, ორივე მათგანმა აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ასევე დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმებით.
 
საქმეში წარმოდგენილი მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის სხვა გარემოებათა შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გურამ ფალავანდიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნული პირები ცნო სამართალდამრღვევებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ახალი ამბები