კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში არსებული ვითარება გააპროტესტეს

6 დეკემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„დამთავრდეს ქალაქში კულუარული გარიგებები. დროა საბოლოოდ დაესვას წერტილი ერთი ადამიანის და მისი კლანის მიერ ქალაქის მართვას, რასაც უფსკრულისკენ მივყავართ“ - ასე გამოხატეს აქციის მონაწილეებმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის და საკრებულოს „პატრიოტ“ წევრთა მიმართ პროტესტი. 

ქუთაისის მერიის წინ შეკრებილმა ადამიანებმა, რომელთა შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ისე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქუთაისის მერიაში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს: „არ შეიძლება ამხელა ქალაქის თვითმმართველობის ორგანოში ყველა ერთი კაცის ჭკუაზე დადიოდეს. ვგულისხმობ გოჩა თევდორაძეს, რომლის დასტურის გარეშეც უმნიშვნელო საკითხიც კი არ წყდება. იგივე მოხდა მერიის კონკურსთან დაკავშირებით. მარაზმია ეს ყოველივე და სხვა არაფერი“ - აღნიშნა აქციის ერთერთმა მონაწილემ, სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მანანა მანაგაძემ. მანაგაძე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, მერიაში გამოცხადებული იმ კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვს, რომლის შედეგადაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მერიის სამსახურის უფროსებად ის კადრი დატოვა, რომელიც კონკურსის გამოცხადების დღიდან ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

ახალი ამბები